მთავარი » ცნობილი ადამიანები

სალვადორ დალი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები



სალვადორ დალი XX საუკუნის ხელოვნების მითი და რეალობაა. მისი სახელი სიცოცხლეშივე მსოფლიო დიდების შარავანდედით იყო მოსილი. პაბლო პიკასოს გარდა ალბათ ვერავინ შეედრებოდა პოპულარობაში. უსაზღვრო ფანტაზიითა და ვირტუოზული ტექნიკით აღბეჭდილი მისი ნახატები ფანტასმაგორიებს წარმოადგენენ. აბსურდულობამდე მისული ექსტრავაგანტურობით, არამოტივირებული ქცევით, პატივმოყვარეობით ქმნიდა ნიადაგს საკუთარი პერსონის მითად გადასაქცევად. დალიმ თავისი შემოქმედების პრინციპები საკუთარ ცხოვრებაზეც გადაიტანა, ის სიცოცხლის ბოლომდე ანცვიფრებდა საზოგადოებას ექსტრავაგანტური საქციელითა და გამონათქვამებით.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მაჰათმა განდი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები



მოჰანდას კარამჩანდი, იგივე მაჰათმა განდი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი და დემოკრატი.
მისი პოლიტიკური შეხედულებები ყოველთვის დაკავშირებული იყო მის რელიგიურ, ზნეობრივ და ფილოსოფიურ მრწამსთან.
მისი ცხოვრება იყო მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის. ოღონდ იბრძოლო გულწრფელად.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ალბერტ აინშტაინი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები



1.ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.

2.არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება.

3.მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.

4.ღმერთი კამათელს არ თამაშობს! (ალბათობის თეორიაზე გაღიზიანებულმა თქვა ეს სიტყვები)

5.პოლიტიკა უფრო რთული რამაა, ვიდრე ფიზიკა.

6.მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც საკმაოდ სწრაფად მოდის.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

კობო აბე

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები



საინტერესო ფაქტები:

1. აბე პირველი იაპონელი მწერალია, რომელმაც თავისი ნაწერები საბეჭდ მანქანაზე აკრიფა (1984 წლიდან). აბე იყენებდა ფირმა NEC-ის პროდუქციას (მოდელი "NWP-10N" და "Бунго").
2. გატაცებული იყო მუსიკით. ეთაყვანებოდა "Pink Floyd". აკადემიური მუსიკიდან აფასებდა ბელა ბარტოკს. აბემ პირველმა შეიძინა სინთეზატორი, სანამ მასიურად მოხდებოდა ამ ინსტრუმენტის გავრცელება იაპონიაში. სინთეზატორს აბე თავის თეატრშიც იყენებდა.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ვან გოგი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები



ვინსენტ ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა, მანამ სანამ ფსიქიკურად დაავადდა. საბოლოოდ ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ვან გოგის წერილებიდან

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები

1.სიყვარულს, ისევე როგორც მთელს ბუნებას აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება, ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა. სიყვარულშიც, ეს იქნება ქალისა თუ ხელოვნების სიყვარული არის წუთები, როცა იგი მიილევა, ძალა ეცლება, მაგრამ რწმენის სრული დაკარგვა ალბათ, არ ხდება. სიყვარულს, როგორც მეგობრობას მარტოოდენ გრძნობად როდი ვთვლი, სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. ამიტომაც ბუნებრივია სიყვარულსაც აქვს შესუსტებისა და მილევის ჟამი. მტკიცე და წრფელი სიყვარული დიდი მადლია, თუმც არც ის არის გამორიცხული, მძიმე წუთები სიყვარულმაც განგაცდევინოს.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ქალები (თაგორი)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები


ქალები მხოლოდ ზერელედ შემისწავლია,უცხო დამკვირვებლის თვალით და რწმენა შემექმნა,რომ გულს მხოლოოდ ისეთ  კაცს ჩუქნიან,ვინც,მათ ტკივილს მიაყენებს.ისინი უპირატესობის გვირგვინს ცხოველებისთვის წნავენ,რომლებიც ამ გვირგვინს გულისთქმის ჭუჭყში გათელავენ.თუ ასე არ მოხდება,ქალი ისეთ ვინმეს მიაპყრობს მზერას,ვისაც ეს ყვავილწნული არ შეშვენის,რადგან იმდენად დახვეწილი გრძნობები აქვს,რომ არქონას უდრის....




კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გოეთე

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები




გოეთე გახლდათ გერმანელი მწერალი და მოაზროვნე. მისი შემოქმედების ყველაზე მაღალ საფეხურად, ითვლება "ფაუსტი”, რომელიც ალეგორიული ხასიათის "ნაწარმოებია”. მასში ასახულია სხვადასხვა ეპოქის იერარქია. გოეთეს ეკუთვნის რამდენიმე ათეული საკმაოდ ცნობილი გამონათქვამი.



* მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის.

* ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.

* დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.



* მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას.

* არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.

* კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.

* თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

« 1 2 3 »