დასასრული (ვუძღვნი ნინო ფალიანს) - 19 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » დასასრული (ვუძღვნი ნინო ფალიანს)
3:05 PM
დასასრული (ვუძღვნი ნინო ფალიანს)


რაღაცის დასასრული....რაღაცის დასაწყისია...

დასასრულსაც აქვს დასწყისი...

ამ ყველაფერს ხილულ სამყაროში ვერ აღიქვამენ...უხილავია...

მზე იცრიცება და ცეცხლის ალიდან ამონაფერი მწუხრი რჩება – მზის ნასამხრალი...

მზისგან კი წითელი ზოლი მრჩება სორს...ბინდში აშლილ ღრუბელთა შორის...

საგოდებელი მკვდრის მზეს იხუტებს დამჭკნარ მკლავებით.

მზეს არვინ ტირის.

...ხვალ ამოანათებს ახალი ძალით...

დამირეკეს,ნინო დაიღუპაო.არ დავიჯერე.წინა ღამეს ვალენტინობა აღვნიშნეთ მეგობრებმა...

ერთად დავრჩით რამდენიმე მეგობარი...

განათებულ რუსთაველს გასცქეროდა და ამბობდა ,,მესაფლავე" მაგარი ლექსიაო...

რომ მოვკვდები,ხომ არ დამივიწყებო,მეკითხებოდა.

სუფრასთან მიცვალებულის სადღეგრძელოზე პირველი ხომ მე გაგახსენდებიო...

დილით ლექციებზე წავედით.

მე და ეკას დაგვეზარა წინაღამის მუხტი ვერ მოვიშორეთ და ბოლო ლექციებიდან წავედით.

ნინომ ვერ გავაცდენო.(საუკეთესო სტუდენტი იყო).

აბა,სვანეთიდან რისთვის ჩმოხვედი ქუჩა – ქუჩა ხომ არ იწანწალებ მეთქი და სიცილით დავტოვეთ...

წავედით მე და ეკა.ბევრი ვიარეთ ფეხით,ვსაერნობდით და ვსაუბრობდით.

ეკამ მიტხრა ამ დღეებში ფალიან დავადგეთ სახლში,ხომ უნდა ვნახოთ სად ცხოვრობსო...

ცოტა ხანს ზოოპარკში ვისხედით,მერე ავუყევით ტელევიზიისკენ,სააკაძის მოედნიდა ქვემოთ ჩვუყევით და დინამოსთან ამობყავით თავი...

იქ კი ნინოს გადავეყარეთ ისევ...

დეიდასთან ერთად ფეხით მიდიოდა...წერეთელზე ნათესავთან...დაბადების დღეზე.

თქვენ ისევ ქუჩაშ ხართო? გაუხარდა ჩვენი დანახვა,თითქოს დიდი ხანი ერთმანეთი არ გვენახოს,ხო,ხვალ შენთან მოვალთო,ეკამ...

დეიდა გაგვაცნო,ქალბატონი მზექალა...გვითხრა სულ თქვენზე ლაპარაკობს სახლშიო.

და წავიდნენ....

წავიდა ნინო...ლამაზი,გაბრწყინებული....ძალიან ნათელი და სუფთა....

მოგვხედავდა და ხელს გვიქნევდა...

მოგვხედავდა და ხელს ვუქნევდით......

...დამირეკეს,დაიღუპაო.

არ დავიჯერე.

მეგონა,მხოლოდ დასაწყისი არსებობდა.

გაქრა და უხილავი გახდა ჩემთვის.

მეორე დღეს მივედით ნინოსთან...ვნახეთ სად ცხოვრობდა.

ვნახეთ ჩვენი ერთადყოფნის დასასრული.

ბედნიერი ვარ,ჩემი მეგობარი რომ ხარ,ნინო...

კატეგორია: ჩემი ჩანაწერები | ნანახია: 439 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა