მთავარი » 2011 » აგვისტო » 8 » მნიშვნელოვანი აზრები
12:34 PM
მნიშვნელოვანი აზრები


შილერი:-უკვე მოსული მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.

ვერო:- ამნისტია არის აქტი, რომელთაც მბრძანებლები სხვა ადამიანებს ისეთ უსამართლობებს აპატიებენ,რომელნიც მათ თვითონ ყველაზე ხშირად ჩაუდენიათ.

რენანი:- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია.

ჰიუგო:-ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც.

რუსო:-მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს,მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს რომ მას დაელოდოს.

მორალი:- იყავ პირველი,როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი,როცა უნდა ილაპარაკო.

სოფოკლე:- ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის.

პასკალი:- ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს.

ფლობერი:-მერე და სხვა რა არის თანასწორობა, თუ არა უარყოფა თავისუფლებისა, ყოველივე ამაღლებულისა და თვით ბუნებისა? თანასწორობა მონობაა!!!

დიუმა:-ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია.

ზიადელი:-ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას - დედის სიყვარული ქვია...

ჩეხოვი:-თუ გსურს ბევრი დრო გქონდეს, ნურაფერს გააკეთებ.

სენეკა:-ბოროტმოქმედმა შეიძლება ხანდახან აირიდოს სასჯელი, მაგრამ მის შიშს კი ვერასდროს მოიცილებს.

ამიელი:-რწმენა საბუტის გარეშე უყოყმანოდ დაჯერებაა.

შოუ:-პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.

შექსპირი:-იყო პატიოსანი არ ნიშნავს, იყო რჩეული ათიათასთა შორის.

ლაუბი:-ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება.

ქეი-ქუასი:- ორი ვინმესი უნდა გეშინოდეს-ძლიერი მტრისა და ვერაგი მეგობრის.

გოეთე:-შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.

რაბლოე:-ადამიანის გონება მის მუშტებზე უფრო ძლიერია.

პასკალი:-ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს.

გოეთე:-თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.

ჟან პოლი:-სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.

ფრანკლინი:-ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.

დემოკრიტე:- უმჯობესია კიცხო საკუთარი შეცდომები ვიდრე სხვისი

შოუ:-სათნოება ის კი არ არის,რომ უარი თქვა მანკიერებაზე, არამედ ის,რომ არ ელტვოდე მას.

ბელინსკი:-ვინც წინ არ მიდის,ის უკან მიჰყვება.ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს.

ლინკი:-მჭერმეტყველებაა-თქვა სიმართლე და გაჩუმდე...

პეტრე I :-არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს-აი,ეს არის უბედურება.

მარგოლიუსი:-სიხარული სიცოცხლის შეგრძნებაა.

შამფორი:- ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი -ძუნწი.

ფსალმუნი:- ყველა ადამიანი მატყუარაა.

გოეთე:-სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.

ბიორნე:-სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის.

რიხნერი:-ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე,რომელმაც იცის,რომ უნდა მოკვდეს.

ნიცშე:-მრწამსი ხშირად ყველაზე საშიში მტერია ჭეშმარიტებისა.

ბრეხტი:-ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით.

ნეტარი ავგუსტინე :-სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს,არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ.

თეოფრასტე:-სიამაყე თავისებური აბუჩად აგდებაა ყველასი გარდა საკუთარი თავისა.

ვოლტერი:-უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.

კნიტელი:-ბებერი მაშინ ხარ,როცა წარსულში მეტ სიხარულს ხედავ,ვიდრე მომავალში.

ლაბრუიერი:-მღელვარება, შიში, მწუხარება კი არ გვაშორებს სიკვდილს, პირიქით გვაახლოებს. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაჭარბებული მხიარულება არ შეჰფერის ადამიანებს,რაკი მოკვდავნი არიან.

რიდი:-სიმართლე არის ის,რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ.

მარკუს ავერელიუსი:-ყველაზე საზიზღარი სახეობა სიმხდალისა-ეს არის საკუთარი თავის შებრალება.

ბიორნე:-არაფერი ინანო!-აი, ეს არის ყოველგვარი სიბრძნის სათავე.

არისტოტელე:-გაიძვერას სინდისი, რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.

პუბლილიოს © ცენზურა ©უსი:-სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს.

დემოკრატე:-სულელებს დიდ ზიანს აყენებენ ისინი, ვინც მათ აქებენ.

მორი:-ბრძენი უფრო იმას ეცდება,რომ სნეულება აირიდოს,ვიდრე საშუალება ეძებოს მის მოსარჩენად.

კუპერი:-ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული.

ილია:-ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.

ნაპოლეონი:-თუ გინდა, რომ სიყვარულს ძლიო-გაექეცი.

ოვიდიუსი:-რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე.

თომას ფულერი:-დღევანდელი ერთი საათი ხვალინდელ ორ საათს უდრის.

ლაბიში:-ეგოისტი...ისეთი ადამიანია, რომელიც ჩემზე არ ფიქრობს..

ლაროშფუკო:-ეჭვიან კაცს თავისი თავი უფრო უყვარს,ვიდრე საყვარელი არსება.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 928 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა