მთავარი » 2011 » აგვისტო » 18 » მსუბუქი თემა:)
12:23 PM
მსუბუქი თემა:)


ერთმა მეგობარმა ფეისბუქზე მომწერა,მეცნიერებმა დაადგინეს,რომ სექსი ქალებს აჭკვიანებსო...გამოდის,რომ მე ბრძენთაბრძენი ვყოფილვარ მეთქი...მას შემდეგ აშკარა ინტერესს ვამჩნევ,ხშირად მეკითხება ისეთ ინტიმურ დეტალებზე,რაც ჩემი აზრით, არ უნდა დაგაინტერესდეს სხვისი....ვფიქრობ,იქნებ არ უნდა გამომეხატა ჩემი აზრი? მაგრამ მერე რა? მე ხომ გათხოვილი ქალი ვარ და ლოგიკურია,სექსი მაქვს?
,,ჭამა და სექსი" გამახსენდა ,ხალხი კაიფობდა,კინოთეატრებში ამბობენ ,,ჭამა და ის" რომ გადის იმის ბილეთები გვინდაო...რატომ ერიდება ხალხი თუნდაც სიტყვა ,,სექსის" ხსენებას?
აქეთ – იქით მიმოვიხედე და ბევრი საინტერესო ამბავი დავინახე:
...ყველა ჩემი მეგობარი ქალიშვილი გათხოვდა...ერთის გარდა და იმ ერთთან მეგობრობას დიდხანს მიშლიდა მეუღლე...იმ გოგოს სექსი ქორწინებამდე ჰქონდა მომავალ ქმართან,მერე სხვას შეხვდა და მასთან უფრო მოეწონა....მაგრამ მეორემ უთხრა,ორი ვარიანტი მაქვს,ან შენთან უნდა ვიყო,ან საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლაო....გოგომ უპასუხა,შენ ჩემი ღირსი არა ხარ(!).... ქალიშვილს იმსახურებო და ,,გაუშვა" დიდი სიყვარული ლონდონში.....თვითონ ადგა და საქმროს გაჰყვა ცოლად...6 თვეში მისგან წამოვიდა,იმიტომ,რომ მასთან სექსი არ უნდოდა....არ მოსწონდა. და მასთან არც არფერი უნდოდა...,,გაბოზდაო",მერე ამბობდნენ მასზე...ისეთებიც კი,ვისაც ეს სხვანაირად უნდა გაეგო...
აი კიდევ ერთი...32 წლის გასათხოვარი გოგო...ნევროზები დაეწყო...ექიმმა უთხრა,სასწრაფოდ უნდა გათხოვდე და ყველაფერი მოგეხსნებაო...ნერვიულობდა,მაგრამ ვერ თხოვდებოდა...:) როგორც იქნა მიეცა შანსი და ერთი დღის გაცნობილ კაცს ,,შემოეტაცინა"....გათხოვებით კი გათხოვდა,მაგრამ სხეულმა უცხო კაცი ვერ მიიღო,სექსი არ გამოსდიოდა და ერთ კვირიანი sms-კონულტაციების მერე როგორც იქნა...ქალიშვილობას დაემშვიდობა....:)
ეს გოგო კი საზოგადოების მსხვერპლია...ქუთაისში გათხოვდა.ბიჭის მშობლებმა დიდი სუფრა გაშალეს,სადაც ერთი ნათესავი ჰყავდათ,ყველა მიიპატიჟეს,ჩასვეს პატარძალი ოქროში, დედამთილმა გამოაცხადა ჩვენ დღეიდან რძალ–დედამთილი კი არა,დაქალები ვიქნებითო...6 დღის მერე ,,ოჯახის კეთილისმსურველმა" დაურეკა და უთხრა,ეგ სახლში როგორ შეუშვით,ქალიშვილი არ იყოო..." დაიწყო დიდი განხილვა, შვილმა უთხრა ეგ მე ვიცოდიო... გამოუცხადეს,შენ შტერი ხარ,რად გინდა სხვისი ნათრევი გოგო....ჩასვა ,,დაქალმა დედამთილმა" პატარძალი მარშუტკაში და თბილისში გამოუშვა...აღმოჩნდა,რომ გოგო 4 თვის ფეხმძიმე იყო,ესაც სცოდნია მის ქმარს...მაგრამ უარი ათქმევინეს, იქნებ ჩვენი შვილისგან არა გყავსო...გოგო აღარც თავისმა ოჯახმა მიიღო,ყოფილ მეზობელთან შეაფარა თავი და აბორტი გაიკეთა.ეს გოგო 17 წლის არის...და არც ერთი ნათესავი არ ელაპარაკება,ეს რა გაგვიკეთა,შეგვარცხვინაო.
ამ გოგომ თავის პარტნიორს ყველაფერი უთხრა,რომ ქალიშვილი არ იყო,მერე დაფეხმძიმდა, ბიჭმა გადაწყვიტა,ცოლად მოეყვანა და ბავშვი ერთად გაეზარდათ,მაგრამ საზოგადოებამ მათ უფლება არ მისცა საკუთარი გადაწყვეტილებების მიხედვით ეცხოვრათ.უფრო მეტიც,ეს გოგო გარიყული და მოკვეთილია დღეს.
ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია,სადაც საზოგადოება ბატონობს ინდივიდზე.მე არც რევოლუცისს მოწყობას ვაპირებ და არც ვინმეს დაცინვას,მაგრამ ასეთი მიდგომა მაკვირვებს...ერთი ჩემი მეგობარი გერმანიში ცხოვრობს დიდი ხანია,აზრი რომ ვკითხე,მითხრა, მე რომ ვაზროვნებ,მანდ ამას 100 წლის მერე გაიგებენო...სექსზე ქართული აზროვნება რა არის?....
შეუყვარდათ ერთმანეთი გოგოს და ბიჭს,ხვდებოდნენ,მიხვდნენ,რომ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ,მაგრამ გოგოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა,ოპერაცია გაიკეთა და გათხოვება არ შეიძლებოდა....საავადმყოფოდან სახლში გაწერეს, რაიონში...მაგრამ შეყვარებული სანახავად ვერ ჩადიოდა,არ ჩამოხვიდე,მეზობლები რას იტყვიანო...ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს,დავინიშნოთო....შედგა ნიშნობა,კალიცო ჩაუტანა და სახლის კარიც გაუღეს...
 რა ხდება განვითარებულ ქვეყნებში? როგორც კი შინაგანი მოთხოვნილება გაუჩნდება სექსზე,მაშინ შეუძლია იყოლიოს ,,მეგობარი"...რომლის შესახებ იცის ყველამ,ოჯახმა,მეგობრებმა,საზოგადოებამ...თუ გაუგებენ, ერთად იქნებიან,თუ არადა....შანსი იმდენი აქვს,რამდენიც შესაძლებლობა და სურვილი...
აქ კი როგორ არის? სექსი გინდა? უნდა გათხოვდე.აუცილებლად უნდა გათხოვდე...ქალიშვილი...და ერთი მთავარი: აქ არ არსებობს ვარიანტი, ,,თუ ვერ შეეწყვე"...პირველი ღამის მერე ერთი მეგობარი მწერს,ცუდად ვარ,მაგრამ უარს ვერ ვეუბნები,ქმარი მეცოდებაო...
ამას წინათ ვკითხულობდი: ,,გადავწყვიტე,ქუჩის გამოკითხვა მომეწყო,რა აზრის არიან ქალის სექსზე... ქორწინებამდე.100 გამოკითხულიდან 4–მა ჩანთა ჩამარტყა,65–მა მიპასუხა,რა სისულელეა...27–მა თავი აარიდა პასუხს,4–მა კაცმა ეს დასაშვებად ჩათვალა"..."
რა მოქმედებს ქალებზე?
 იქნებ კაცები თრგუნავენ ქალის აზროვნებას?და კლავენ მათში იმ ვულკანს,რომელიც ამოფრქვევას ვერ ახერხებს და დუღს შიგნით?...ზის და გათხოვებას ელოდება...რატომ კრძალავს საზოგადოება ადამიანში იმას,რაც ბუნებამ მიანიჭა?
მეცნიერები ასკვნიან,რომ მოზარდის სექსუალური მოწიფულობის ასაკი 12–14 წლამდე შემცირდა...მე არ ვამბობ,პრეზერვატივები დავურიგოთ და გავყაროთ ეს ბავშვები ქუჩაში...მე ვსაუბრობ 25–30 წლის ქალზე,რომელიც გასათხოვარია და სექსი არ აქვს იმიტომ,რომ გასათხოვარია:):):)








კატეგორია: ბლოგი | ნანახია: 840 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა