მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » ნიჟარა
10:47 PM
ნიჟარა

ჩემი ცხოვრება ნიჟარაა...
ზღვიდან დიდი ღელვისას გამორიყული...
ქროლვა სულში აქვს ჩამდგარი ზეცას...
ქვიშა ცხელია...
უდაბნოს სუნი ასდის ნაპირს – ზღვაზე გაწოლილ ჩალისფერ სევდას..
გდია ნიჟარა...
ცივი სისველე შეშრობია მწველი მზის სხივით
გემი მიაპობს ტალღებს...
სითამამის ერთადერთი რამ შერჩენიათ
ფერი – სილურჯე.
ზეცაც ლურჯია,უსაზღვროდ ლურჯი.
ნიჟარა _ მუნჯი მდუმარების უტყვი შეგრძნება და ქროლვა სულის.
ჩემი ცხოვრება...
ხმაურიანი სილურჯე სულის...
ჩალისფერ მზეში დაღვრილი ექო...
ექო...
ნიჟარა...

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 866 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა