სალვადორ დალის ციტატები - 4 სექტემბერში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » სალვადორ დალის ციტატები
8:35 PM
სალვადორ დალის ციტატები

  • ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი.


  • ექვსი წლის ასაკში მე მსურდა,ვყოფილიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი,გავმხდარიყავი ნაპოლეონი.ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი.


  • სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ ოდნავაც არ გემუქრებათ.


  • ყველაზე საინტერესო მსოფლიოში – ეს მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი – სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.


  • და მაინც, რაა ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლა, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.


  • მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მისტიციზმის, და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსაგავსად ზეცისკენ აშვერილი ულვაშები.


  • პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა.


  • დიდი მადლობა ჩემს მტრებს.ისინი რომ არა, მე ვერ გავხდებოდი ის,რაც მე ახლა ვარ.


  • თვითმკვლელები ყველაზე ხშირად ისინი ხდებიან, ვინც ვერ შეძლო დაბადების ტრამვის დაძლევა.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 364 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა