თავნება - 20 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » თავნება
6:48 PM
თავნება


აი,ისევ,ისევ ჩადგა
სულში ქარი თავნება,
არაფერი იწყება და
არაფერი მთავრდება...
სახურავზე ღამის ზეცამ
თვალი  გადაიელმა,
მხოლოდ ერთი სურვილისთვის
იელვა და იელვა...
შეშლილივით
გარბის ქუჩა –
მძიმე ფიქრით მგმინავი,
არაფერი არის ადრე,
არაფერი გვიანი...
იქნებ ვინმე დაგაჯეროს
ზეცა მიწას არ ნატრობს,
ერთი სიტყვაც გიშველის და
ერთი მზერაც გაგათბობს...
ჩალისფერი
სევდა შენი,
ძველი გაზაფხულებით...
ღამის ქარებს გაუწეწავთ
ცუმი ნავსაყუდელი.
აი,ისევ,
ისევ ფიქრი...
არაფერი თვდება...
ყოველივე სადღაც მიქრის,
შენ კი რჩები თავნება...

(ნ.მ)

კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 162 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა