მთავარი » 2011 » აგვისტო » 15 » თრობა...(შარლ ბოდლერი)
12:17 PM
თრობა...(შარლ ბოდლერი)


თრობას მიეძალე.თრობაა ყველაფერი.ეგ არის ხსნა ერთადერთი,რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა,რომელიც დაგცემს,წელში გაგტეხს.ჰოდა,ამადაც თრობას მიეძალე,
გამოუნებელს.
ჰო,მაგრამ რითი?
ღვინით,პოეზიით,სიქველით,რითაც გენებოს,ოღონდ იყავი მთვრალი...
და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები,სასახლის კიბეზე,მდინარისპირა პატარა მდელოზე,თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში,მაშინ ქარს,ტალღას,ვარსკვლავს,ჩოტს,საათს,ყოველივეს,რაც დარბის ან დაქრის,კვნესის ან მიედინება,ყოველივეს,რაც მღერის,ან საუბრობს,ჰკითხე:
რომელი საათია? და მაშინ ქარი,ტალღა,ვარსკვლავი,ჩიტი,საათი...მოგიგებენ: თრობის საათია! თრობისა და თავდავიწყების,რათა არ ვეყმოთ,არ ვემონოთ დროს,არ შევიქმნათ მისი მარტვილნი,ამიტომ თრობას მივეძალოთ,დაუსრულებელს,ღვინით,პოეზიით ან სიქველით – წადილისაებრ...
კატეგორია: აზრები | ნანახია: 1691 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა