მთავარი » მასალის არქივი

ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია სხვისი ტვინის “ხმარების” ნაცვლად საკუთარი ტვინის ხმარება ისწავლოს:)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


ქალები ორ კატეგორიად იყოფიან:
1. მათ უყვართ კაცები, რომლებსაც შეუძლიათ მაცივარი აიტანონ მეხუთე სართულზე.
2. მათ უყვართ კაცები, რომლებსაც შეუძლიათ გადაუხადონ ფული სხვა კაცებს, მაცივარის მეხუთე სართულზე ატანისათვის.

ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ერთის მაიკა მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანილი.

კომენტარები [1] | სრულად ნახვა 

ყველაზე მეტი ვიტამინი აფთიაქშია:):):)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


მეგობრები უბედურების დროს იცნობა, ხოლო ნათესავები – მემკვიდრეობის გაყოფის დროს.

თუ ფიქრობთ, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელი არაფერია, მაშინ გააღეთ პირი და წარმოთქვით ასო-ბგერა ”პ”.
დაიწყე მაშინ თუ დარწმუნებული ხარ, რომ დაამთავრებ.


ზოგი ზაფხულში ისვენებს, ზოგი იქ – სადაც ზაფხულია.


ზოგი ფულს აგროვებს შავი დღისთვის, ზოგი – შავი ლიმუზინითვის.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

დააგდე, სანამ დაგივარდება:)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


იმისათვის რომ გაარკვიოთ ვინ ვინ არის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოსაკვლევ სუბიექტს უნდა შეაფურთხოთ.
თუ ტირილი დაიწყო ესე იგი პაციენტია.
თუ ლანძღვა-გინება – მნახველი.
თუ გაგარტყათ – სანიტარი.
თუ საპასუხოდ იმანაც მოგაფურთხათ – ექიმი.



ოქროს თევზს თუ გახურებულ ტაფაზე დააგდებთ, სურვილების რაოდენობა 3-დან 50-მდე გაიზრდება.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ნუ გადადებ ხვალისთვის იმას რაც შეგიძლია საერთოდ არ გააკეთო.

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


განცხადება ექსტრიმის მოყვარულთათვის:
"დღეს ზოოპარკში ღია კარის დღეა”.

ცხოვრება მოსაწყენია, როცა ხელფასი სასაცილოა.

მნიშვნელობა არა აქვს რას ხედავ, მათავარია როგორ უყურებ.

ცხვრის ფარა, რომელსაც ლომი უდგას სათავეში, ყოველთვის აჯობებს ლომების ხროვას, რომელსაც ცხვარი უდგას სათავეში.

ბარაკ ობამა – პრეზიდენტი;
ჯო ბაიდენი – ვიცე-პრეზიდენტი;
ჯორჯ ბუში – ექს-პრეზიდენტი;
დიმიტრი მედვედევი – ვითომ-პრეზიდენტი;

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ნუ ეცდები დროის მოკვლას, დრო მოვა და თვითონ მოგკლავს!

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


შეყვარებულის დღიურიდან:
დილით ვერ ვჭამ, იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ.
შუადღით ვერ ვჭამ – შენზე ვფიქრობ.
საღამოს ვერ ვჭამ – შენზე ვფიქრობ.
ღამე ვერ ვიძინებ, იმიტომ, რომ მშია!

ქალებს აქვთ სამი ეტაპი ცხოვრებაში:
ისინი ჯერ ნერვებს უშლიან მამებს, შემდეგ ქმრებს და ბოლოს სიძეებს.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ცხოვრება არის დროში გაგორებული კამათელი, სადაც იშვიათად ჯდება დუშაში.

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები

კარგი ხალხი დედამიწის ყველა კუთხეშია… PS: არადა, დედამიწა მრგვალია…

ყველას უნდა სამოთხეში მოხვედრა, მაგრამ სიკვდილი არავის არ უნდა.

თუ ბედი არ გიღიმის, ცოტა შეუღიტინე.

ოჯახში, კაცის სიტყვა კანონია, ქალის სიტყვა- განაჩენი.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

სახალისო ლეგენდა ცოლებზე

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


თავის დროზე ღმერთმა 10 ადამი შექმნა. ერთი მეთევზე იყო, მეორე მონადირე, მესამე მიწათმოქმედი და ასე შემდეგ…
ერთ დღესაც ყველანი მივიდნენ ღმერთთან და შესჩივლეს:
– ყველაფერი კარგია, მაგრამ რაღაც გვაკლია, მოწყენილობაა.
ღმერთმა შესთავაზა:
– გამოძერწეთ ყოველმა თქვენგანმა ქალი, ვისაც როგორი გინდათ: მაღალი, დაბალი, მსუქანი, გამხდარი… მე კი მათ სულს ჩავბერავ და თქვენი ცოლები გახდებიან.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ქალის ოცნება ასაკის მატების შესაბამისად:

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები

16 წლის – პრინცი თეთრ ცხენზე
20 წლის – პრინცი ცხენზე (ფერს მინიშვნელობა არა აქვს)
25 წლის – პრინცი ვირზე
30 წლის – პრინცი ფეხით მოსიარულე
35 წლის – პრინცის მეჯინიბე
40 წლის – ნებისმიერი მეჯინიბე:))))

თვითკონტროლი ციხეა,საიდანაც ყველა ცდილობს გამოქცევას…

ნურავისგან ნუ მოითხოვ მეტისმეტს,ადამიანებს არ უყვართ დაუსრულებლად მოწყალების გაღება.

წლები გვასწავლიან იმას,რაც დღეებმა არ იციან…

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 62 63 »