მთავარი » მასალის არქივი

კომუნიკაციის სახეები

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფსიქოლოგია

კომუნიკაცია არის კომპლექსური ორმხრივი პროცესი, რომელიც მოიცავს შეტყობინების კოდირების, გადაცემისა და გაშიფრვის პროცესს. ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, რომელიც თავის შეტყობინებას წარმოდგენილ აუდიენციას ნათლად და ეფექტურად გადასცემს. კომუნიკაციას დიდი როლი ენიჭება ადამიანებს შორის ურთიერთობაში.
არსებობსვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია:
ვერბალური კომუნიკაცია ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა. იმისათვის, რომ მივიპყროთ მოსაუბრის თუ ფართო აუდიენციის ყურადღება, საჭიროა ვერბალური კომუნიკაციის შემდეგი საშუალებების გათვალისწინება:


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ფერების ფსიქოლოგია

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფსიქოლოგია


ფერის სიმბოლიკას უძველესი ისტორია აქვს. "ფერის წაკითხვას” ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა პოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიურ, თუ მისტიკურ სწავლებებში.

მაგალითად, ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერს 7 ძირითადი პლანეტა შეესაბამება: წითელი მარსის ფერია, ლურჯი – ვენერასი, ყვითელი – მერკურის, მწვანე – სატურნის, ალისფერი – იუპიტერის, ნარინჯისფერი – მზის, იისფერი კი მთვარის სიმბოლოა. .ამასთან ერთად, ფერები არამხოლოდ პლანეტებსა და მათ გავლენას ასახავენ, არამედ ადამიანთა განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მოუთითებენ. ეს კარგად ჩანს განსხვავებული ფერის ტანსაცმლის შერჩევაში, ხალხურ გამოთქმებში, წეს-ჩვეულებებში და ა. შ. სხვადასხვა ერებს, დროთა ვითარებაში, მათთვის დამახასიათებელი ფერთა სიმბოლიკა ჩამოუყალიბდათ.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ტესტი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფსიქოლოგია

აიღეთ ფუქრცელი და კალამი და 2 სიტყვით დაახასიათეთ: (მაგ: ვეფხვი – ძლიერი, ჭრელი და ა.შ.)

1. კატა

2. ძაღლი

3. ცხენი

4. ცხვარი

5. ყავა

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ფსიქოლოგიური ტესტი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფსიქოლოგია



აუცილებელი პირობა: კითხვას წაიკითხავთ თუ არა, იმ წამში რაც მოგივათ აზრად, სადმე ჩაინიშნეთ. ჯერ კითხვებს უპასუხეთ და შემდეგ წაიკითხეთ პასუხები, თორემ ისე ყველაფერი აზრს დაკარგავს. მაშ ასე:

1. ვიღაცასთან ერთად სეირნობთ ტყეში. ვინაა თქვენი თანამგზავრი?

2. ღრმად შედიხართ ტყეში და ხედავთ ცხოველს. რომელი ცხოველია?

3. რა მოხდება შენსა და ცხოველს შორის?

4. გადიხარ ტყიდან და გადიხარ მინდორში, სადაც დგას თქვენი ოცნების სახლი. რა ზომისაა ის?

5. აქვს თუ არა ჭიშკარი? თუ კი, მაშინ როგორი და რა ზომის?

6. შედიხარ სახლში და შედიხარ სასადილო ოთახში. ცენტრში დგას მაგიდა. აღწერე რა დევს მაგიდაზე და საერთოდ რა ხდება მაგიდის გარშემო.

7. უკანა კარით გადიხართ სახლიდან. ბალახში დევს ჩაის ჭიქა. რისგანაა ის დამზადებული?

8. რას უზამთ ჭიქას?

9. გადიხართ ბაღში და ხვდებით წყალსაცავთან? რას მოიმოქმედებთ? როგორ გადახვალთ წყალსაცავზე?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა პასუხი ჩაიწერეთ.
პასუხები შეგიძლიათ იხილოთ სრულიადში

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

პაულო კოელიოს ფრაზები...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგებიან გვერდით.გამარჯვებები უხარიათ,სიხარულში არ გტოვებენ,ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან,საოცრად მოწყენილ, ,,სოლიდარობის"გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები,რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი.

სიკვდილთან სიახლოვემ სიცოცხლისკენ შემომაბრუნა...




კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ჩარლი ჩაპლინის წერილი ჯერალდინას

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები



მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! -ჩარლი ჩაპლინი

ახლა ღამეა. შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯარო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას, დედაშენსაც კი.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან, მაგრამ დაე თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის, ამ მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ? შორს ზღაპრულ პარიზში.ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ.
ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს ლამაზ თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გოდერძი ჩოხელი ,,წერილი მომავალს"

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ცნობილი ადამიანები

აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გოდერძი ჩოხელი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


"ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა. განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდე. არ უნდა ემონო ხორცს, თორემ როცა გაეყრები მონადყოფილს, უიმისობა გაგიჭირდება. ხორცი იგივეა, რაც წიგნისათვის ქაღლადი, ხოლო ეს სული ჭეშმარიტი უნდა იყოს, რომ მარად იცოცხლოს, თორემ მოვა მსაჯული და წიგნს სანაგვეში გადაისვრის


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 62 63 »