მთავარი » მსოფლიოს საოცრებები

მაჩუ პიკჩუ

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები




მაჩუ-პიქჩუ
(კეჩ. ძველი მთა; ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი") — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახლოებით 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, 80 კმ-ში ქალაქ კუსკოდან ჩდრილო-დასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

დიდი კანიონი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები


დიდი კანიონი, კოლორადოს დიდი კანიონი (ინგლ. Grand Canyon) — მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი, რომელიც განლაგებულია კოლორადოს პლატოზე, შტატ არიზონაში, აშშ. კანიონში მდინარე კოლორადო გზას იკვლევს თიხამიწით, ფიქლოვანი კლდეებით და ქვიშით დაფარულ ლანდშაფტში. კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია; სიგანე (პლატოს დონეზე) მერყეობს 6-დან 29 კილომეტრამდე (კილომეტრამდე სიმაღლის სივრცეში). კანიონის საშუალო სიღრმე შეადგენს 1600 მეტრს. მნიშვნელოვანი ეროზიის გამო, რასაც ქარი, წყალი და მზე განაპირობებს, კანიონის სივრცე მუდმივად ფართოვდება.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გალაპაგოსი (კუნძულები)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები

გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) — კუნძულთა არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კმ-ის დაშორებით. 1832 წლის 12 თებერვლიდან, კუნძულები ეკუთვნის ეკვადორს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ მათი ანექსია მოახდინა.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

სერენგეტი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები

სერენგეტი (Serengeti, მაას ენაზე „უკიდეგანო ველები") — ეკოსისტემა, რომლის გეოგრაფიული რეგიონი მოიცავს ჩრდილოდასავლეთ ტანზანიასა და სამხრეთდასავლეთ კენიას; შეადგენს დაახლოებით 30 000 კმ²-ს.

სერენგეტი მასპინძლობს უმსხვილეს და ყველაზე ხანგრძლივ ნადირთა მიწისზედა მიგრაციას მსოფლიოში და ერთ-ერთია ათ ბუნებრივ საოცრებათაგან მსოფლიოში. რეგიონში რამდენიმე ეროვნული პარკი და ნადირთა ნაკრძალია.

აქ ბინადრობს 70-მდე მსხვილი ძუძუმწოვარი და 500-მდე ავიფაუნის სახეობა. ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება განპირობებულია კლიმატური პირობების დიდი ნაირსახეობით და მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, ჭაობებს, სავანებს, გაშლილ ველებსა და ოაზისებს. ყველაზე გავრცელებულ მსხვილფეხა ძუძუმწოვართა შორის არიან ცისფერი გნუ, გაზელი, ზებრა და გარეული კამეჩი.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

თაჯ მაჰალი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები

თაჯ-მაჰალი ”სასახლე-გვირგვინი”- ძეგლი აგრაში, ინდოეთი, აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

თაჯ-მაჰალი მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად ითვლება, ამ სტილში გაერთიანებულია ინდური, სპარსული და თურქული არქიტექტურის ელემენტები. მისი მთავარი არქიტექტორი იტალიიდან მოწვეული ჯერონიმო ვერონიო იყო.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ჩინეთის დიდი კედელი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



ჩინეთის დიდი კედელი
10,000 ლის სიგრძის კედელი -- ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ხეოფსის პირამიდა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები


ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთერთი, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2,300,000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეტესო ნიმუშად.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ტურისტული საოცრებები

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები


სია შექმნილია ჰილმან უონდერსის მიერ როგორც ყველაზე პოპულარული შვიდი ტურისტული ღირშესანიშნაობა-საოცრება:


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

1 2 3 »