201-0
ამ რჩევათა გათვალისწინება წარმატებას მოგვიტანს...
დაადგინოთ და გაუუმჯობესოთ პირადი ურთიერთობები;
• განავითაროთ დარწმუნების უნარი;
• გადახვიდეთ მსოფლმხედველობის დადებით დონეზე;
• აამაღლოთ თვითშეფასების დონე;
• გადალახოთ წარსულის ნეგატივური განცდების შედეგები;
• მოახდინოთ დასახულ მიზნებზე კონცენტრირება და წარმართოთ ყველა ძალა მათ მიღწევაზე;
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
"… უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს, რაც მეტს გასცემ, მეტს მიიღებ. წამიერია,
მაგრამ ხსოვნას სამუდაომ მიჰყვება. ვერსად იპოვით ისეთ მდიდარს, რომელსაც
უიმისობა შეეძლოს, და ვერც ისეთ ღარიბს ნახავთ, რომელსაც ის არ
გაამდიდრებს. ბედნიერება შეაქვს ოჯახში, სასურველ ატმოსფეროს ქმნის საქმიან
ურთიერთობებში, მეგობრობაში კი პაროლადაც გამოდგება. შვებაა
დაქანცულთაათვის, ს
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
(პასუხად ბავშვებს)
ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობს
რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს,
რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ
გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის
შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ
კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი
რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემთხვევაშიც იგივე ხდება.
ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: "გაგიმარჯოთ!
გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი".
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
ვირი შრომისმოყვარე, გამრჯე, ზოგჯერ ჯიუტი, მაგრამ ჭკვიანი
და ერთგული შინაური ცხოველია. იგი ცხენზე სამი ათასი წლით ადრე, ექვსი
ათასი წლის წინ მოაშინაურეს ეგვიპტეში. მისი წინაპარია აფრიკული გარეული
ვირი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ეთიოპიასა და სომალიშია შემორჩენილი და
კანონითაა დაცული. ევროპაში ვირი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში
მოხვდა, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი გაცილებით ადრე. ჩვენთან ვირი
აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთშია გავრცელებული, თუმცა
დასავლეთშიც გვხვდება.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
ერთხელ
მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ვირზე იჯდა,
ხოლო მისი შვილიშვილი, პატარა ბიჭი კი ვირს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად
მათ წინ გამვლელი შემოხვდათ. – ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე ზის,
ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის. საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილა, მისი
შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებენ, – თავისთვის
ჩაილაპარაკა გამვლელმა.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
1. აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული – ამ გამოთქმას ხმარობენ მაშინ, როცა რამეს დიდხანს ეძებენ და იპოვიან
პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ნადირობისას მისმა ძაღლმა სიკვდილს
გადაარჩინა. მეფეს ის ძალიან უყვარდა და როცა მოკვდა, ბაღში დამარხა და
ძეგლი აუგო. ერთხელ მეფის სასახლე დაიწვა და ძაღლის ძეგლიც დაიკარგა.
დიდხანს ეძებეს ძაღლის საფლავი, მაგრამ ბოლოს მხოლოდ მისი თავი იპოვეს.
„აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხულიო", – უთქვამთ თურმე ამის გამო.
შემდეგ ეს გამოთქმა საყოველთაოდ გავრცელდა.
2. აკრძალული ხილი – ხმარობენ ისეთი რამის აღსანიშნავად, რაც მეტად
სასურველი, მიმზიდველი, სახარბიელო და მაცდუნებელია, მაგრამ არა –
სასარგებლო
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
ერთი შეძლებული კაცი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.
ქალაქს რომ მიუახლოვდა, გზისპირას ჩამოჯდა, რომ წაეხემსა.
გემრიელი საჭმლით ტკბებოდა და თან თავის სახლზე, თავის თავზე და იმ სარფიან გარიგებაზე ფიქრობდა, ცოტა ხნის წინ რომ დადო.
გზაზე კაცი გამოჩნდა.
მდიდარმა ის იხმო და ქალაქში საქმე როგორ არის, ჰკითხა.
_ ყველაფერი კარგადაა, _ მიუგო მან.
_ ჩემი სახლი ხომ იცი. ჩემი ცოლი და შვილი როგორ არიან?
_ შენი ბიჭი თავს მშვენივრად გრძნობს, დედამისი კი, ისევ ისეთი მშვენიერია, როგორიც იყო.
_ ჩემი აქლემი?
_ ჯანმრთელია და დაპურებული.
_ ჩემი ძაღლი?
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
201-0
იყო ორი მეზობელი. ზამთარი მოვიდა და არემარე თოვლმა დაფარა. პირველი მეზობელი დილაუთენია გამოვიდა ნიჩბით ხელში და სახლის წინ ბილიკი გაკვალა. საქმეს რომ მორჩა, მეზობლისას გაიხედა. იქ გზა უკვე გაწმენდილი იყო. მეორე დღესაც მოთოვა. პირველი მეზობელი ნახევარი საათით უფრო ადრე ადგა და მუშაობას შეუდგა. ხედავს, მეზობლის ბილიკი უკვე გაკვალულია. მესამე დღეს მუხლამდე თოვლი მოვიდა. !
კომენტარები [0] | სრულად ნახვა
|