რატომ არქმევენ ქარიშხლებს ქალის სახელებს?
ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ ერთმა გრიგალმა "ირენმა" გადაუარა.
სტიქიის შემოტევამ ნიუ-იორკის მერი აიძულა, ქალაქის ისტორიაში უპრეცედენტო
გადაწყვეტილება მიეღო - გამოეცხადებინა სანაპირო ზოლში დასახლებული
მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია.
ნგრევა და უბედურება ქარიშხლის
ბუნებრივი შედეგია, უცნაური მხოლოდ ის არის, რატომ ნათლავენ ოკეანიდან
მოვარდნილ ამ "მონსტრებს" კაცობრიობის ნაზი და მშვენიერი არსებების
სახელებით.
როგორც აღმოჩნდა, ეს ტრადიცია მეორე მსოფლიო ომიდან
იღებს სათავეს. ომამდე კი გრიგალებსაც ისე არქმევდნენ სახელებს, როგორც
ქალაქებსა და კონტინენტებს. მაგალითად, 1825 წლის 26 ივლისს წმინდა ანნას
ხსენების დღეს პუერტო-რიკოს გრიგალმა გადაუარა, რომელსაც წმინდანის სახელი
"სანტა ანნა"დაარქვეს, ხოლო 1828 წლის 13 სექტემბერს მოსულ გრიგალს, იმავე
საბაბით - "სან ხოსე" უწოდეს. სხვათა შორის, 48 წლის შემდეგ, ისევ 13
სექტემბერს "სან ხოსე" კვლავ მობრუნდა და ერთხელ კიდევ დააქცია
პუერტო-რიკოს სანაპირო.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა