(არ ახალია - ძველია)
საჭიროდ ვრაცხ ამ თავიდანვე გავაფრთხილო მკითხველი, რადგან სიტყვას
„მწერალი" როცა ვხმარობ, ვიგულისხმებ პოეტს, ბელეტრისტს, დრამატურგს.
ვინ არის ნიჭიერი მწერალი?
ვის დაერქმის ღირსეულად ეს სახელი?
რა ნიშნები ეტყობა უტყუარ ნიჭსა?
მწერალს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი „ენა" უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ენა
სახეა მწერლისა, მისი ფიზიონომიაა და, უკეთესად რომ ვსთქვათ, - მწერლის
სულია. ენაში იმალება მწერლის ინდივიდუალობა, მისი „მე". ამიტომ ნიჭიერი
მწერლის ნაწარმოები თუ ერთი-ორი რამ წაგიკითხავთ წინად, შემდეგ
ხელმოუწერელიც რომ შეგხვდეთ, ადვილად იცნობთ, ვის კალამსაც ეკუთვნის.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა