მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12 » საიდან მოვდივარ?– ჩემი ბავშვობიდან...
3:18 PM
საიდან მოვდივარ?– ჩემი ბავშვობიდან...


ისე
მოვედი ბავშვობიდან, როგორც რომელიმე ქვეყნიდან... ბავშვობის, ჩვენი ენისა და ჩვენი თამაშების მოგონებათა სამყარო... ყოველთვის უსაზღვროდ რეალურად მომეჩვენება, ვიდრე რომელიმე სხვა... მაინცდამაინც დარწმუნებული არ ვარ, რომ ნამდვილად ვცხოვრობდი მას შემდეგ, რაც ბავშვობამ გაიარა”.
უფროსებმა მირჩიეს, უმჯობესია თავი დაანებო მახრჩობელა გველების ხატვას და გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკასა და გრამატიკას მოჰკიდე ხელიო. ასე მოხდა, რომ ექვსი წლისა იძულებული გავხდი, სამუდამოდ უარი მეთქვა მხატვრის ბრწყინვალე კარიერაზე.. იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია - თვითმფრინავების მართვა ვისწავლე. თანდათანობით მთელი ქვეყანა შემოვიფრინე და გეოგრაფია მართლა გვარიანად გამომადგა. ერთი შეხედვით ვისწავლე ჩინეთის გამორჩევა არიზონისაგან, ეს კი განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გეცვალა.
... სერიოზული საფუძველი მაქვს, რომ ვიფიქრო, რომ პატარა უფლისწულის პლანეტა  ასტეროიდი ბ 612-ი იყო... მისი ნომერიც იმიტომ გაგანდეთ, რომ დიდებს უყვართ ასეთი წვრილმანები. დიდებს უყვართ ციფრები. როცა რომელიმე ახალ მეგობარზე უყვებით რამეს, არასოდეს არა გკითხავენ მთავარს. არასოდეს არ დაინტერესდებიან, როგორი ხმა აქვს, რისი თამაში უყვარს, პეპლებს თუ აგროვებს? აუცილებლად გკითხავენ: რამდენი წლისაა? რამდენი ძმა ჰყავს! რამდენი კილოა? რამდენს იღებს მამამისი? მხოლოდ ამის შემდეგ მოეჩვენებათ, რომ ამ ადამიანს იცნობენ. დიდებს რომ უთხრა: ლამაზი სახლი ვნახე, ფანჯრებში ნემსიწვერები ყვაოდა, სახურავზე კი მტრედები ჩამომსხდარიყვნენო - გაუჭირდებათ ასეთი სახლის წარმოდგენა. მაინცდამაინც უნდა უთხრა, ასიათასფრანკიანი სახლი ვნახეო, და ისინიც აღტაცებით შესძახებენ: ოჰ, რა ლამაზი სახლი იქნებოდაო!

(ეგზიუპერი)
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1116 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა