მთავარი » 2011 » აგვისტო » 28

როგორ სწავლობენ სიყვარულს? (დალაი ლამა)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



(პასუხად ბავშვებს)

ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობს რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს, რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემთხვევაშიც იგივე ხდება. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: "გაგიმარჯოთ! გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი".

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ცხოვრებისეული რჩევები დალაი ლამასგან...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები

1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.

2. როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

3. პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძენი რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებაზე.

4. გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

5. კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ათი მცნება მშობელთათვის (ანტუან ეგზიუპერი)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები


1- ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

2- ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.

3- თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

პატარა ნაბიჯების ხელოვნება (ანტუან –სენტ ეგზიუპერი)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები




1.მე არ გთხოვ,უფალო,დამაჯილდოვო სასწაულების და ხილვების უნარით,მომეცი ძალა ყოველდღიურობისთვის.
2.მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.
3. გამხადე მპოვნელი და გამომგონებელი,რათა ყოველდღიურობას ზუსტად მოვარგო ის,რაც მე მეხება .
4. მასწავლე დროის სწორად განაწილება.
5. მაჩუქე თითების წვერების მგრძნობელობა,რათა აღმოვაჩინო,რა არის პირველი რიგის და რა მეორის.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ვირი გახდა ჩემი შთაგონების წყარო:)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია


 ვირი შრომისმოყვარე, გამრჯე, ზოგჯერ ჯიუტი, მაგრამ ჭკვიანი და ერთგული შინაური ცხოველია. იგი ცხენზე სამი ათასი წლით ადრე, ექვსი ათასი წლის წინ მოაშინაურეს ეგვიპტეში. მისი წინაპარია აფრიკული გარეული ვირი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ეთიოპიასა და სომალიშია შემორჩენილი და კანონითაა დაცული. ევროპაში ვირი  ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში მოხვდა, აღმოსავლეთის ქვეყნებში კი გაცილებით ადრე. ჩვენთან ვირი აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთშია გავრცელებული, თუმცა დასავლეთშიც გვხვდება.
    

კომენტარები [0] | სრულად ნახვა