მთავარი » ჩემი ჩანახატები

მხოლოდ გიყურებ...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



მინდა სიჩუმის ენა ვისწავლო,აღარ დაგიწერ ლექსებს,მხოლოდ გიყურებ...
მინდა ჰანგების ხატვა ვისწავლო... შენ არ დაგხატავ, მხოლოდ გიყურებ...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

რამდენიმე უპასუხო კითხვა...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


– რად გვჭირდება მოფერება?
– რად ვღონდებით მარტოები?
– რატომ ვითხოვთ ერთგულებას?
– რატომ გვტანჯავს მონატრება?
– რისთვის ვტირით?


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ძილის პასუხად უძილობა...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


შენ ახლა გძინავს...
ნაზი სიმშვიდე წყვდიადს ჰკინძავს ფერად სიზმრებად...
უფრო იდომალს აცენს შენს სახეს...
სადღაც უსახო სივრცეში ხარ გადაკარგული...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გთხოვ,დამიბრუნო ჩემი გული!

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


როცა დაღლას ვიგრძნობ,შენ გამახსენდები...
ჩემი მარტოსულობის მიზეზი...
ჩემი შემოდგომა...
გაცრეცილ ფოთოლთა კვნესა...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მე გპირდებოდი...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


მე გპირდებოდი,რომ ღრუბლებით მოგიქსოვდი ჰამაკს ქათქათას და გავაბამდი ცაზე ფიქრივით...
ცემი ფიქრები დაგარწევდნენ ჩუმად მთვლემარეს...
მე გპირდებოდი,რომ ხელჩაკიდებულს გაგვიტაცებდა ქარბორბალა...ჩემი მეგზური...
მოგვატარებდა შორ სივრცეებს და აღმოვაჩენდით,რომ დედამიწა მართლაც დიდია...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გარდაუვალი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები



უფსკრულში მიექანება.
როგორ იჩქარის...
მივყვები,რომ შევაჩერო,მაგრამ ფეხს ვერ ვუწყობ...
ალბათ,იმიტომ,რომ ეს მისი გზაა...
ამართლებს გარდაუვალის გარდაუვალობას...
მერე იტყვიან ,,ასე ეწერა"...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გეტყვი ჩემი ხარ...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები


ბევრი ვიარე...
თუმც დასაბამი არც ისე შორს მაქვს...
მე დაგეძებდი ქარდაქარ და შემოდგომის მელოდიას შენ გინახავდი...
შენი ტკივილების მოშუშება მე შემეძლოდ ა რაკი შენ ვერ მიპოვე,მე დაგეძებდი...
გზები ერთმანეთს ეყრება და კვლავ უერთდება.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ფიქრში საუბარი...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ჩემი ჩანახატები




,,წავედი"...თქვა და წამოდგა...
დანა რომ დამარტყა,ხმას ვერ ამომაღებინებ.
ჩემი სევდის სამყარო დუმილია.
მელოდება,რამე ვუთხრა...
ფიქრით ვეპასუხები...
,,იქნებ აქამდეც უნდა წასულიყავი..."

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

1 2 3 4 »