1:42 AM აღსავლის კართან | |
მთხრობელი ერთი – მხევალი ღმერთის აღსავლის კართან ჩახრილი კალთით ლოცულობს,ნატრობს ამბიონს მაღალს შესწვდება როდის... ყოველდღე მოდის... არილი მზერას უთბობს,უშუქებს, ბარძიმი ცოდვებს აკლებს მსუბუქებს, სამაგიეროდ,უტოვებს ფიქრებს... ის დღე მოვიდეს როგორმე იქნებ... კანდელი...ზეთსაც ეურჩება ვით სულის ჩქამი, სადღაც მთიები,ჩამოქნილი ცისკრის ვარსკვლავი, არილს ამუქებს ათამამებს ,,ღამის აშუღებს" და წასალეკად ფიქრებს კარს უღებს.... ლავრა – მთვლემარე მონასტერი ჩამდგარი სულში, ნადიაკვნარი მოფათურე მძიმე წარსულში, როგორც ნარჩიტა შემოიცლის შემოდგომის ფერს, მოვა და გეტყვის,ბოლოს მაინც გეტყვის ყველაფერს. ემბაზში იქნებ ამოავლოს ჩუმი აჩრდილი, და არქიელმა ხელმეორედ,არც თუ ადვილი მოიღოს ჩემდა ზიარებად – ტრაპეზი მცირე, ამქვეყნიური ფიქრით სული სულ დავამძიმე. მომიტევებდეთ! ადამის ძე თუ დავამცირე... მომეზროს უმალ... ღაღადით – უფალ... შეიბრალე მთხრობელი ერთი მოჩოჩებული შენს წმინდა ფერხთით... სადაც იწყება ზეცა და კავთა... ამბიონს უმზერს აღსავლის კართან... (ნ.მ) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |