მთავარი » 2011 » აგვისტო » 14 » ბაბილონის დაკიდებული ბაღები
4:57 PM
ბაბილონის დაკიდებული ბაღები


ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ. მისთვის შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე აირუსს აწვდიდა. დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დადოფალ სემირამიდას დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო დედოფალ ამიტასათვის.
ლეგენდა ბაბილონის დაკიდებული ბაღების შესახებ დაახლოებით 2000 წელია არსებობს, მაგრამ რაც არ უნდა საოცარი იყოს, მათი არსებობის დამადასტურებელი არცერთი საბუთი არ მოგვეპოვება. ქალაქ ბაბილონის (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) უძველეს აღწერებში ბაღები არ მოიხსენიება. ბაღების კვალს ვერ მიაგნეს არქეოლოგებმაც, რომელთაც ეს უძველესი ქალაქი მთლიანად გადათხარეს.
ქალაქი ბაბილონი 539 წელს სპარსელთა შემოსევებმა გაანადგურა და ბაღების შესახებ დღეს მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ. თუმცა მსგავსი ბაღების კვალს ბაბილონის მახლობლად მიაგნეს, რის შედეგადაც არქეოლოგებმა ნაწილ-ნაწილ შეძლეს დაკიდებული ბაღების სურათის აღდგენა.
კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 6296 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა