მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » ჩაპლინის თვალებით...
10:35 PM
ჩაპლინის თვალებით...

ფართხუნა შარვალი,წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკი,ქვაბურა ქუდი,ფრატუნა ფეხსაცმელი,პატარა ულვაში,ხელში – ჯოხი...
თვალცრენლიანი,ეული,მეოცნებე,მაწანწალა,ჯენტლმენი,თავგადასავლების მაძიებელი,ღარიბი,მშიერი,მოსამსახურე,გამომგონებელი,პატარა კომიკოსი.....
და მალე....
ხელსაყრელი კონტრაქტები,მოგზაურობა,დიდება,ლამაზი ქალები,დაზეპირებული ფრაზები: ,,ჯე ვუზ ემ" (მიყვარხართ), ,,ჟე ვუზ ადოღ" (გაღმერთებთ)...ფუფუნება,სახელი...
დაახლოებით ასეთია ცარლის მიერ დახატული ჩარლი...
ბავშვობის გრძელ და ნაღვლიან დღეებს დაუდია ბინა ცარლის მზერაში.ამას მძიმე ცხოვრების მძაფრი შეგრძნება,სევდის უსასრულო სამყარო ჰქვია...
სამყარო,რომელსაც ,,ბოროტი ღმერთები' განაგებენ...
ახალმა დღემ ან ბედნიერება უნდა მოუტანოს,ან უბედურება.და რეალობაც ტრაგიკულისა და კომიკურის შერწყმაა...
ჩარლი სცენაზე სხვა ფიგურაა და ცხოვრებაში – სხვა.
და ორ ცხოვრებას ატარებს...
ერთი უდარდელი,გაუაზრებელი ყოფაა,როცა ხელომოცარული გამოდიხარ ნებისმიერი სიტუაციიდან,მაგრამ იცი,რომ თუ საკუთარ ჯოხს შუბლსი მოიხვედრებ,თითებს გაიტკაცუნებ და არეული ნაბიჯით ივლი,ვიღაცას გააცინებ,წუთით დაავიწყებ რეალობას,ისეთს,როგორიც თავადაც გქონდა...და მეორე...აუტანელი წარსული,რომელიც არ ტოვებს გონებას...
ერთი პატარა,ღარიბი ბავშვის ბრძოლამ აჩუქა მსოფლიოს ჩარლი ჩაპლინი,ბრძოლამ ლუკმა–პურის,ჩასაცმელისა და ბინის ქირისთვის...
ადამიანი მხოლოდ იმიტომ იბადება,რომ ერთ დღესაც მოკვდეს.ამის მეტი მან არც არაფერი იცის,თუ არ ისწავლის.
სრული მარადიულობა მომაბეზრებელიცაა,მაგრამ არჩევანიც რომ არ არის?!.
...როგორ მინდა ხვალ ქუჩაში გასულს მისტერ ჩაპლინი მომესალმოს,მერე ქვას წამოკრას ფეხი,წაბორძიკდეს,წაიქცეს და თავისივე ჯოხი მოირტყას...მე ხელი გავუწოდო და ავაყენო...მაშინ კი წავიკითხავდი ჩაპლინის მზერას...
მერე....?
მერე ჩარლი არეული ნაბიჯით გაუყვებოდა ქუჩას და მე სხვა თვალებით შევხედავდი....ჩარლის თვალებით...


კატეგორია: ჩემი ჩანაწერები | ნანახია: 1107 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა