მთავარი » 2011 » აგვისტო » 14 » გოლდენ გეიტ ბრიჯი
6:06 PM
გოლდენ გეიტ ბრიჯი


გოლდენ გეიტ ბრიჯი (Golden Gate Bridge – ოქროს კარიბჭის ხიდი) დაკიდული ხიდია გოლდენ გეიტის სრუტეზე, რომელიც სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს. ხიდის სრული სიგრზე 2.7 კმ-ია; დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, ხოლო სიმაღლე ხიდის მაგისტრალურ ნაწილსა და წყალს შორის საშუალოდ 67 მ. ორი საყრდენი კოშკი 227,4 მ-ია წყლის ზევით. მთავარი დაკიდული კაბელების დიამეტრი – 0,91 მ.

გოლდენ გეიტ ბრიჯი ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში მისი მშენებლობის დასრულების ჟამს 1937 წელს და მას შემდეგ სან-ფრანცისკოს საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლო გახდა. ამჟამად ხიდი სიდიდით მეორე დაკიდული ხიდია აშშ-ში ვერაძანო-ნეროუს ბრიჯის შემდეგ (ნიუ-იორკი).

კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 1143 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა