მთავარი » 2011 » აგვისტო » 15 » იუსტიცია და თემიდა
1:53 PM
იუსტიცია და თემიდა


...რომაულ სამართლიანობის ქალღმერთს, იუსტიციას თვალები ახვეული აქვს, რაც სიმბოლურად ნეიტრალურობასა და მიუმხრობლობას გამოხატავს, მაშინ როცა მისი ანალოგი ბერძნულ მითოლოგიაშითემიდა – ფართოდ გახელილი თვალებითაა წარმოდგენილი, სიმართლისა და ჭეშმარიტების დასადგენად...

იუსტიცია –"სამართლიანობა", "კანონიერება"
1. მართლმსაჯულება, სასამართლო წარმოება.
2. სასამართლო დაწესებულებათა სისტემა, სასამართლო უწყება.

თემიდა –მართლმსაჯულებისა და სამართლისნობის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსისა და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემისი წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა. რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. იუსტიციასა და თემიდას შორის ამ მნიშვნელოვან განსხვავებაზე დღეს ხშირად მიუთითებენ, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის სხვადასხვაგვარ გაგებაზე საუბრობენ[1]. თემიდა წარმოდგენილი იყო სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემიდას მსახურს უწოდებენ.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 6206 | დაამატა: nino | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა