6:20 PM კარგად ნაცნობი ფრაზების ისტორია... | |
1. აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული – ამ გამოთქმას ხმარობენ მაშინ, როცა რამეს დიდხანს ეძებენ და იპოვიან პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ნადირობისას მისმა ძაღლმა სიკვდილს გადაარჩინა. მეფეს ის ძალიან უყვარდა და როცა მოკვდა, ბაღში დამარხა და ძეგლი აუგო. ერთხელ მეფის სასახლე დაიწვა და ძაღლის ძეგლიც დაიკარგა. დიდხანს ეძებეს ძაღლის საფლავი, მაგრამ ბოლოს მხოლოდ მისი თავი იპოვეს. „აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხულიო", – უთქვამთ თურმე ამის გამო. შემდეგ ეს გამოთქმა საყოველთაოდ გავრცელდა. 2. აკრძალული ხილი – ხმარობენ ისეთი რამის აღსანიშნავად, რაც მეტად სასურველი, მიმზიდველი, სახარბიელო და მაცდუნებელია, მაგრამ არა – სასარგებლო ღმერთმა ადამსა და ევას სრული თავისუფლება მიანიჭა სამოთხეში. ერთი რამ აუკრძალა მხოლოდ – არ შეხებოდნენ ნაყოფს ხისა „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა". ეშმაკის ჩაგონებით სწორედ ამ ხის ნაყოფს დაეტანა ევა და ადამსაც აგემა ეს ნაყოფი. რაკი ადამმა და ევამ დაარღვიეს ღმერთის კურთხევა, ცოდვით დაეცნენ და აკრძალული ხილი იგემეს, ღმერთმა ისინი სამოთხიდან განდევნა. 3. ალფა და ომეგა – ყოველი საქმის თავი და ბოლო ალფა ბერძნული ანბანის პირველი ასოა, ომეგა – ბოლო. ძველი ბერძნული ლიტერატურის გავლენით ამ ასოებმა ასეთი ქარაგმული მნიშვნელობა შეიძინეს. 4. ამაო ამაოებათა და ყოველივე ამაო – პესიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე გამოთქმას ხმარობენ უკიდურესი პესიმიზმის გამოსახატავად. იგი მოდის ბიბლიის „დაბადების" წიგნიდან „ეკლესიასტე" (თ. 1,2). 5. ანათემა – წყევლა-კრულვა, შეჩვენება, ხატზე გადაცემა, ეკლესიიდან განკვეთა რელიგიურ სასჯელთა სისტემაში სასჯელის ერთ-ერთი სახე არის ცოდვის ჩამდენის დაწყევლა და ეკლესიისაგან მისი განკვეთა (რათა ცოდვილში სინანული და ცოდვათა მონანიების სურვილი აღძრას). ასე, მაგალითად, რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი საეკლესიო წესების უარყოფისა და სამღვდელოების უგულებელყოფისათვის რუსეთის უწმიდესმა სინოდმა შეაჩვენა და განდევნა ეკლესიისაგან, ე.ი. ანათემას მისცა. 6. ანტიმონია – უსაფუძვლო, დაუსრულებელი და უშინაარსო მსჯელობა; უაზრო ლაპარაკი XV საუკუნეში საფრანგეთში ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა შენიშნა, რომ სტიბიუმი ღორებს ასუქებს. წინამძღვარმა მოინდომა ბერებზე გაესინჯა სტიბიუმის მოქმედება და აჭამა იგი ბერებს. ბერები დაიხოცნენ. ამიტომ სტიბიუმს „ბერების საწინააღმდეგო" უწოდეს, ანუ ფრანგულად „ანტიმუან". მუანი ფრანგულად ბერს ეწოდება. ამის შემდეგ მეცნიერებს შორის დიდხანს გრძელდებოდა უაზრო კამათი სტიბიუმის თვისებების შესახებ. 7. აქილევსის ქუსლი – ადამიანის სუსტი მხარე აქილევსი, ჰომეროსის პოემა „ილიადას" გმირი, მისმა მოწინააღმდეგე
პარისმა მხოლოდ მაშინ მოკლა, როცა ისარი ქუსლში მოახვედრა. რატომ
მაინცდამაინც ქუსლში? აქილევსის დედას თეტიდას რომ შვილი მტრის იარაღისგან
დაეცვა, იგი მდინარე სტიქსში ჩააყურყუმალავა. ამ დროს შვილი ქუსლით ეჭირა
და წყალი აქილევსის სხეულის მხოლოდ ამ ნაწილს არ შეხებია. ამიტომ აქილევსის
ქუსლი მისი სხეულის ყველაზე სუსტი და დაუცველი ადგილი აღმოჩნდა. 9. ბალამის ვირი – ჩუმი, მორჩილი ადამიანი, რომელიც მოულოდნელად განაცხადებს პროტესტს და ხმას ამოიღებს ბიბლიის მიხედვით, ერთხელ ებრაელები მოაბის ქვეყანას დაესხნენ თავს. მოაბელთა მეფემ სთხოვა წინასწარმეტყველ ბალამს, დასწყევლე ებრაელები და გაიქცევიანო. გასამრჯელოდ დიდძალ ოქროს დაჰპირდა. ოქრომ შეაცდინა ბალამი, შეჯდა ვირზე და ებრაელთა დასაწყევლად გაემართა. ღმერთს არ უნდოდა მოაბელთა გამარჯვება და ანგელოზს უბრძანა, ბალამი არ გაეშვა. ანგელოზმა ბალამის ვირს გზა გადაუჭრა. ვირი გაჩერდა. ბალამმა სცემა ვირს ერთხელ, მეორეჯერ, მაგრამ ვირი ფეხს არ სძრავდა. მესამეჯერ რომ სცემა, ვირმა ხმა ამოიღო: რად მცემ, ვერა ხედავ, ანგელოზი არ მიშვებსო. 10. ბართლომეს ღამე (პარიზის სისხლიანი კვირა) – ამ გამოთქმაში იგულისხმება უმფარველო ხალხის მასობრივი სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა კათოლიკური ეკლესიის რეფორმებმა მრავალი დაპირისპირება წარმოშვა, ყველაზე ნათლად ეს გამოვლინდა კალვინის მოძღვრებაში. კალვინის მიმდევრებს საფრანგეთში ჰუგენოტები ეწოდებოდათ. კათოლიკებსა და ჰუგენოტებს შორის ვითარება მეტად დაიძაბა. 1572 წელს ჰუგენოტების ბელადი ჰენრიხ ნავარელი საფრანგეთის მეფის კარლ IX დას მარგარიტას ირთავდა. ქორწილზე დასასწრებად პროვინციებიდან ბევრი გავლენიანი ჰუგენოტი ჩამოვიდა პარიზში. კათოლიკებმა ისარგებლეს შემთხვევით და გადაწყვიტეს ჰუგენოტებთან ანგარიშის გასწორება. წინასწარ ჩამოუარეს და თეთრი ჯვრები დაუსვეს სახლებს, სადაც ჰუგენოტები ეგულებოდათ. ღამით, 1572 წლის 23 აგვისტოს, წმინდა ბართლომეს დღესასწაულის წინ, ატყდა ზარების რეკვა, რაც იმის სიგნალი იყო, რომ შესდგომოდნენ ჰუგენოტების ხოცვას. 11. ბატებმა რომი იხსნეს – გამოთქმას ირონიულად ხმარობენ ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც იკვეხნის თავისი წინაპრების ან სხვათა დამსახურებით, თვითონ მას კი არაფერი მოეპოვება სასიქადულო ძვ.წ. 390 წელს გალების ლაშქარმა რომი დაიპყრო. არსებობს გადმოცემა, რომ რომაელ ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა კაპიტოლიუმს (რომში: ერთ-ერთი გორაკი, რომელზედაც აშენებულია სასახლეები, მუზეუმები და სხვ. ძველად ამ გორაკზე მოთავსებული იყო იუპიტერის, მინერვას და იუნონას ტაძარი, შემდეგში თვით ამ ტაძარს ეწოდა კაპიტოლიუმი) შეფარა თავი. რადგან კაპიტოლიუმის იერიშით აღება გალებმა ვერ შეძლეს, ალყა შემოარტყეს მას. „ერთ ღამეს გალების რაზმმა ფრთხილად იწყო ასვლა კაპიტოლიუმის ციცაბო
ფერდობზე. გალები ისე ჩუმად მიიწევდნენ, რომ ვერავინ გაიგო მათი ასვლა.
ერთმა გალმა სულ მაღლაც კი მოახერხა ასვლა, მაგრამ ამ დროს საშინელი ყიყინი
ასტეხეს ბატებმა, რომლებიც ქალღმერთ იუნონას სადიდებლად იყვნენ შეწირულნი
და ამიტომ კაპიტოლიუმის ტაძარში ჰყავდათ. მძინარე რომაელები წამოცვივდნენ
და უფსკრულში გადაყარეს გალების მთელი რაზმი. აქედან წარმოსდგა თქმა:
„ბატებმა რომი იხსნესო" (ძველი მსოფლიოს ისტორია, გვ. 197-198). იტყვიან: ამა და ამ კაცს ბახუსი მორევიაო. ბერძენთა მითოლოგიით ბახუსი ღვინისა და სიმთვრალის ღმერთი იყო. „ბახუსი მორევიაო" – დამთვრალაო ნიშნავს. 13. ბედის ვარსკვლავი – ძველ დროში, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, გავრცელებული იყო ცრუმეცნიერება ასტროლოგია, რომელიც ვარსკვლავთა მდებარეობის მიხედვით „წინასწარმეტყველებდა" მომავალი მოვლენების განვითარებას და ადამიანის ბედისწერას, მის ავსა და კარგს. ომის გამოცხადების ან სხვა დიდმნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დროს მეფეებიც კი მიმართავდნენ ასტროლოგებს რჩევისათვის. აქედან ხალხშიც იყო გავრცელებული ცრურწმენა, რომ თითქოს ყველა იბადება ბედნიერ ან უბედურ ვარსკვლავზე და მით წინასწარ განისაზღვრება მისი მთელი ცხოვრების შინაარსი. ჩაქრება მისი ვარსკვლავი – თვითონაც კვდება ადამიანი. 14. ბოიკოტი – ეს სიტყვა ნიშნავს პირის შეკვრას ვინმეს ან რამეს წინააღმდეგ სიტყვა „ბოიკოტი" წარმოდგება გვარისაგან და პირველად ირლანდიაში იხმარეს. დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანი ჩარლზ კანინჰემ ბოიკოტი (1832-1897) ირალნდიის ერთ-ერთი საგრაფოს – მაიოს – განაგებდა. 1880 წელს ეცოტავა ირლანდიელი ფერმერების მიერ შემოძლეული მიწის საიჯარო თანხა და მეტი მოითხოვა. ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ პირი შეკრა კაპიტნის წინააღმდეგ, მას მსახურებიც ჩამოშორდნენ, ხალხმა ნათესები გადაუთელა, რაც ებადა, ყველაფერი გაუნადგურა და გარესამყაროსაგან რომ მოეწყვიტა, მისთვის გაგზავნილ წერილებსაც აკავებდა. მხოლოდ სამხედრო ძალით შეძლეს ინგლისელებმა ბოიკოტის განთავისუფლება. ირლანდიელები ამ ხერხს სხვების მიმართაც იყენებდნენ და ასეთ ქმედებას ბოიკოტი შეერქვა, რომელიც შემდეგ ზოგადი მნიშვნელობის სიტყვად იქცა. 15. გათიშე და იბატონე – (ლათ. Divide et impera!) – მმართველი წრეების ლოზუნგი ძველ რომში. დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობაში განხეთქილების ჩამოგდების მიზნით რომის ხელისუფალნი ზოგიერთ ქალაქებს სამოქალაქო უფლებებს უტოვებდნენ და ეს ქალაქები რომის სახალხო საარჩევნო კრებებშიც მონაწილეობდნენ, ხოლო მოსახლეობის ნაწილი კი ასეთ უფლებებს მოკლებული იყო. ეს იწვევდა უთანხმოებას მოსახლეობაში, აღრევდა ერთიანობას და აადვილებდა რომის ბატონობას დაპყრობილ ოლქებზე. რომი თავის მოკავშირეებს შორისაც განხეთქილებისა და წასისინების პოლიტიკას ეწეოდა. სხვადასხვა ტომების ხალხებს შორის ნაციონალური შუღლის გაღვივება და მით თავიანთი ბატონობის უზრუნველყოფა ჩვენს დროშიც ფართოდ გამოიყენება იმპერიალისტური ზრახვების მქონე სახელმწიფოთა მიერ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |