მთავარი » 2011 » აგვისტო » 14 » ხეოფსის პირამიდა
4:52 PM
ხეოფსის პირამიდა


შვიდი საოცრებიდან ერთერთი, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღეს დღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას. ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტორული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2,300,000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა. ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეტესო ნიმუშად.
ძველი მშენებლების საიდუმლოებანი უკვე 5 ათასწლეულზე მეტია, მკვლევარებს მოსვენების საშუალებას არ აძლევს. ,,მსოფლიო საოცრების’’ აგება ოცდამეერთე საუკუნის სატვირთოებითა და ჰიდრავლიკური ამწეებითაც კი არ იქნებოდა ადვილი. 147 მეტრიანი კონსტრუქცია 2,5 დან 15 ტონამდე წონის დეტალებისგან შედგება.
ასუხი კითხვაზე– როგორ მოახერხეს მშენებლებმა ძველი წელთაღრიცხვის ოცდამეექვსე 26–ე საუკუნეში პირამიდის აგება, ფარაონ ხეოფსის ერთგულმა მსახურებმა მომავალ თაობებს თავსატეხად დაუტოვეს.
ამ თავსატეხში გარკვევა პირველად ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ სცადა. ეგვიპტე მან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 450 წელს მოინახულა. ისტორიკოსმა ივარაუდა,რომ მონები ლოდებს ერთი საფეხურიდან მეორეზე ხისგან დამზადებული სამშენებლო მანქანებით სწევდნენ. თუმცა არ განუმარტავს, რა სახის მანქანა შეიძლება ყოფილიყო.

კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 5576 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა