10:41 PM მარტოობა | |
კვლავ დავიცალე... შემომეხსნა ის მყუდროება,გამოგონილ ბედნიერებას რომ უწოდებს ბრძენი... დავრჩი შემოდგომის განძარცვული ფოთლის უსუსური სევდა – სიჩუმე. მომეცით ზეცა... ცხენთა რემა შავი ღრუბლების... კვამლი და ბოლი – ნაზამთრალი სისხლის შეგრძნება... და გული....ერთადერთი თავშესაფარი... გული–უბიწო! როცა ლოდინით გადაღლილთან არავინ მოდის,მაშინ მსურს ყველა... დღეს ფერხულია... მარტოობის დღესასწაული... ამ მასკარადზე დედოფლობას არვის დავუთმობ, რადგან ამ წუთას ამ სამყაროში არვის ვახსოვარ... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |