მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12 » მე გპირდებოდი...
7:24 PM
მე გპირდებოდი...

მე გპირდებოდი,რომ ღრუბლებით მოგიქსოვდი ჰამაკს ქათქათას და გავაბამდი ცაზე ფიქრივით...
ცემი ფიქრები დაგარწევდნენ ჩუმად მთვლემარეს...
მე გპირდებოდი,რომ ხელჩაკიდებულს გაგვიტაცებდა ქარბორბალა...ჩემი მეგზური...
მოგვატარებდა შორ სივრცეებს და აღმოვაჩენდით,რომ დედამიწა მართლაც დიდია...
მე გპირდებოდი,რომ უბინაოს ჩემს უბეში დაგასახლებდი...გიმასპინძლებდი შენც და შენი ოცნებების ამალასაც....
მე გპირდებოდი,რომ შენთან ერთად ყინულოვან გზებს გავივლიდი დაუჩივლებლად,ოღონდ სისპეტაკის შეგრძნებით გვევლო...
და გვყვარებოდა ერთმანეთის ყველა ნაწილი...სულით ხორცამდი...
მე გპირდებოდი,რომ სიმშვიდეს გიწილადებდი და მეყვარებოდი როგორც არსად არავინ არასდროს...არ ჰყვარებიათ...
მე გპირდებოდი,რომ ამ სიტყვებს აღარავის ვეტყოდი მეტად.....

P.S. მხოლოდ ერთხელ ვთქვი და ისიც მასთან ვისაც ეს სიტყვები არაფერში სჭირდებოდა...

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 878 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა