მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » მრავალწერტილი...
3:48 PM
მრავალწერტილი...

ტალახს ნუ შეაყრი ანგელოზს,ციციკორე,

ყველას ხელები გვაქვს ცოდვიანი...

ბედი ცაში წყდება,ბედი...თორე...

უცოლოც კაცია და ცოლიანიც....

ფუფალა თუ მოარღვევს ოღრო–ჩოღროს

წუმპეს აიტაცებს კაბის კლათა...

შიოლა...ყველასია...ყველა გოგოს

უნდა კაცი სწორედ მაგისთანა...

გთხოვ,ნუ შეაფურთხებ,ანგელოზს ციციკორე,

შენც ხომ ხელები გაქვს ცოდვიანი...

ბედი ცაში წყდება,ბედი... თორე...

უცოლოს ერქმეოდა ცოლიანი...

ლოდებთან დაჩოქილს...ნანგრევთან სიკვდილი...

ჩაქოლილ ანგელოზს დასტირის ქვის ყორე...

ერთადერთს,ერთადერთს...დაკარგულს მივტირი...

სული – ტლახისთვის...ცოდვაა...ციციკორე........

კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 1132 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა