მთავარი » მსოფლიოს საოცრებები

პანამის არხი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



მნიშვნელოვანი სანაოსნო არხი, რომელიც ჭრის პანამის ყელს ცენტრალურ ამერიკაში და აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხის მშენებლობა იყო ერთ-ერთი უდიდესი და ურთულესი საინჟინრო პროექტი, რომელიც კი ადამიანს დღემდე განუხორციელებია. არხის აშენება დიდად წაადგა საერთაშორისო ტვირთზიდვას, ვინაიდან სატვირთო გემებს უკვე აღარ სჭირდებოდათ კონტინენტის შემოვლა გრძელი და საშიში მარშრუტით დრეიკის სრუტესა და ჰორნის კონცხთან სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთში. ამჟამად გემს ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში 9.500 კმ-ის გავლა უწევს, რაც თითქმის 2.5-ჯერ ნაკლებია ადრინდელ 22.500 კმ-ზე.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

დელტაპროექტი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



მასშტაბური წყალდიდობის საწინააღმდეგო სისტემა განხორციელებული ნიდერლანდში 1953 წელს ჩრდილოეთის ზღვის დატბორვით გამოწვეული ტრაგედიის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

იტაიპუს კაშხალი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკის საზოგადოებამ ჩამოაყალიბა თანამედროვე მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სია:

ლა-მანშის გვირაბი
ტორონტოს ტელეანძა
ემპაია სტეიტ ბილდინგი
გოლდენ გეიტ ბრიჯი
იტაიპუს კაშხალი
დელტაპროექტი
პანამის არხი

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

გოლდენ გეიტ ბრიჯი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



გოლდენ გეიტ ბრიჯი (Golden Gate Bridge – ოქროს კარიბჭის ხიდი) დაკიდული ხიდია გოლდენ გეიტის სრუტეზე, რომელიც სან-ფრანცისკოს უბეს წყნარ ოკეანესთან აერთებს. ხიდის სრული სიგრზე 2.7 კმ-ია; დისტანცია საყრდენ კოშკებს შორის 1.280 მ, ხოლო სიმაღლე ხიდის მაგისტრალურ ნაწილსა და წყალს შორის საშუალოდ 67 მ. ორი საყრდენი კოშკი 227,4 მ-ია წყლის ზევით. მთავარი დაკიდული კაბელების დიამეტრი – 0,91 მ.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ემპაია

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



102 სართულიანი თანამედროვე არტ-დეკო სტილის შენობა ნიუ-იორკ სიტიში, დაპროექტებული „შრივ, ლემბ ენდ ჰარმონ ასოშიეტს" მიერ და აშენებული 1931 წელს. ცათამბჯენს სახელი ნიუ-იორკის შტატის მეტსახელის გამო დაერქვა და დღემდე ყველაზე მაღალ შენობად რჩება ქალაქ ნიუ-იორკში.

სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკულმა საზოგადოებამ შენობა მსოფლიოს ერთ-ერთ თანამედროვე შვიდ საოცრებათაგან შერაცხა. შენობა ასევე ეკუთვნის უდიდეს ცათამბჯენთა მსოფლიოს ფედერაციას.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ტორონტოს ტელეანძა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



ასევე კანადის ეროვნული ტელეანძა (CN Tower) ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი სტრუქტურაა მსოფლიოში, 553,33 მეტრი სიმაღლით. მდებარეობს ტორონტოში, ონტარიო, კანადა და ქალაქის სიმბოლოდ ითვლება (გეოგრ. კოორდ. 43°38′33.24″N, 79°23′13.7″W). მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ლა მანშის გვირაბი (თანამედროვე საოცრება)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



ლა-მანშის გვირაბი
(ფრანგ. tunnel sous la Manche, ინგლ. Channel Tunnel ან Euro Tunnel) — რკინიგზის გვირაბი, რომელიც ლა-მანშის ქვეშ გადის და აკავშირებს კონტინეტალურ ევროპას დ. ბრიტანეთის კუნძულთან. გვირაბის პუნქტებია კალე, საფრანგეთიდუვრი, ინგლისი. გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ 1994 წლის 6 მაისს.


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ალექსანდრიის შუქურა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები



ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

« 1 2 3 »