მთავარი » 2011 » სექტემბერი » 30 » ოთარ ჭილაძე
1:55 PM
ოთარ ჭილაძე

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება, მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც: გზა გაიხსნება, ან შეიკვრება, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა… მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ, ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც და ამოვწურო ეს სიმარტოვე, ეს ფორიაქი ამოუხსნელი. გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს, რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი. მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს - კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.

######

ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა, მარტო რომ ვზივარ. აი, მსახურებს აკრობატების ბადე გამოაქვთ. ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად. მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა. მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს. ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ, როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით მაჯილდოვებდა. თვალი კი საფარს და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. და ჩემი ქროლვა შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან და კლოუნებთან. მაგრამ მე დრო მაქვს, რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად, ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად. ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ, მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.
#######

    მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.

#####


კატეგორია: პოეზიის მარგალიტები | ნანახია: 1679 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა