ფერების ფსიქოლოგია
ფერის სიმბოლიკას უძველესი ისტორია აქვს. "ფერის წაკითხვას” ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა პოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიურ, თუ მისტიკურ სწავლებებში.
მაგალითად, ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერს 7 ძირითადი პლანეტა შეესაბამება: წითელი მარსის ფერია, ლურჯი – ვენერასი, ყვითელი – მერკურის, მწვანე – სატურნის, ალისფერი – იუპიტერის, ნარინჯისფერი – მზის, იისფერი კი მთვარის სიმბოლოა. .ამასთან ერთად, ფერები არამხოლოდ პლანეტებსა და მათ გავლენას ასახავენ, არამედ ადამიანთა განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მოუთითებენ. ეს კარგად ჩანს განსხვავებული ფერის ტანსაცმლის შერჩევაში, ხალხურ გამოთქმებში, წეს-ჩვეულებებში და ა. შ. სხვადასხვა ერებს, დროთა ვითარებაში, მათთვის დამახასიათებელი ფერთა სიმბოლიკა ჩამოუყალიბდათ.
კომენტარები [0] | სრულად ნახვა