მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12 » რამდენიმე უპასუხო კითხვა...
7:50 PM
რამდენიმე უპასუხო კითხვა...

– რად გვჭირდება მოფერება?
– რად ვღონდებით მარტოები?
– რატომ ვითხოვთ ერთგულებას?
– რატომ გვტანჯავს მონატრება?
– რისთვის ვტირით?
– სად მივდივართ?
– ვის ვენდობით?
– რასაც ვფიქრობთ,რად არ ვამხელთ?
– წვიმა თუ გვიყვარს,ქოლგა ხომ წვიმის უარყოფაა?
– რად გვიზიდავს შორეული და უხილავი?
– რატომ არაა შუალედი ცოდვასა და არცოდვას შორის?
– რად გავურბით ბავშვობას და მერე ვნატრობთ?
– საკუთარზე მხოლოდ კარგს ვამბობთ,ცუდს რად ვერ ვხედავთ?
– უძილობას და ღამის ტეხვას სხვას რად ვაბრალებთ?
– რატომ არის,ღმერთის ხან გვწამს,ხან – არა?
– ვინ ვართ და რა გვსურს?
– ვინ ვართ და რატომ?..

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 1134 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა