მთავარი » 2011 » აგვისტო » 8 » რიგი დამთხვევებისა უკვე კანონზომიერებაა...
12:50 PM
რიგი დამთხვევებისა უკვე კანონზომიერებაა...



ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას...

* * *

სიყვარული და სიძულვილი ერთი ჯიშის მხეცია...

* * *

მიზანი საშუალებებს ამართლებს...

* * *

წარმატება შრომის შედეგია,იღბალი კი შემთხვევითობა...

* * *

ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს...

ვოლტერი:-არასდროს გააღმერთო ბავშვი, თორემ გაიზრდება და თაყვანისცემას მოგთხოვს...

სენეკა:-ლოთობა ნებაყოფლობითი სიკვდილია.

ვოლტერი:-განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.

არასდროს დადგე ადამიანთან ზურგით, რადგან არ იცი როდის ჩაგცხებს ლახვარს.

* * *

რიგი დამთხვევებისა უკვე კანონზომიერებაა.

ბერნე-როდესაც პითაგორამ თავისი ცნობილი თეორემა აღმოაჩინა,ღმერთებს მსხვერპლად ხარი დაუკლა.მას შემდეგ,აღმოაჩენს თუ არა ვინმე რომელსამე ჭეშმარიტებას,ხარებს შიშის ძრწოლა და კანკალი აიტანს ხოლმე.

ბუასტი-ჭეშმარიტი ამპარტავნება უფრო ადვილად იტანს წყენას,ვიდრე მოწყალებას.

ბუასტი-ყველაზე სასაცილო ქვეყნიერებაზე იგია,როცა სულელი მეტიჩარა გაბუტული დადის.

უფრო ბევრ დედ-მამისათვის გონიერი ყმაწვილი იგია,ვისაც თოჯინასავით უჭირავს თავი:ხელი აქვს-არ უნდა გასძრას,ფეხი აქვს-არ უნდა ირბინოს,ენა აქვს-ხმას არ უნდა იღებდეს,მისმა მბრწყინავმა თვალებმაც კი არ უნდა აღიბეჭდონ რაიმე სურვილი...ბევრი დედ-მამა ზრდის შვილს თავისთვის და არა იმისთვის,რომ შვილი ბედნიერ ჰყონ სამერმისოდ.ჭეშმარიტი გაზრდა შვილისა უნდა იყოს უანგარო.ბავშვი უნდა იზრდებოდეს თავისი თავისთვის, სამშობლოსათვის,კაცობრიობისათვის.
გუიო

***

"არის ხალხი,ვისაც მეტისმეტი გაბრაზება მეტისმეტ სიამოვნებას ანიჭებს,მეტადრე თუ გაბრაზებამ ზღვარს გადააცილა."

"სრულყოფილი რომ გახდე ჯერ ბევრი რამ უნდა არ გესმოდეს!მალე გაგება კი ,ვინძლო,ცუდად გაგებას ნიშნავს."

"ვნებით თავბრუდახვეული კაცი,ისიც ხანში შესული,პირწმინდად ბრმავდება და საიმედო რომც არაფერი ჰქონდეს იმედს მაინც არ ეშვება.კიდევ მეტი,გონებას ჰკარგავს და რა ჭკუის კოლოფიც არ უნდა იყოს,ბრიყვი ბალრივით იქცევა."

დოსტოევსკი

ჰალმ-ჭეშმარიტებამ იმდენი კეთილი არ მოუტანა ქვეყანას,რამდენი ავიც დათესა მისი სახით მოჩვენებულმა ბოროტმა.

მოპასანი-სიცოცხლე მთაა.მის მწვერვალზე ასვლით ნელ-ნელა ადიხარ, მაგრამ ჩამოსვლით კი სწრაფად დაეშვები.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 986 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა