- ადამიანი ცოცხალი არსებებიდან ერთადერთია, ვისაც სწორი ხაზის გავლება შეუძლია.
- საშუალოდ ადამიანს 725 კმ სიგრძის თმა ეზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
- ქერებს თმა უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე შავგვრემნებს.
- ადამიანის გაღიმებაში 17 კუნთი მონაწილეობს.
- ადამიანის დნმ 80 000 გენს შეიცავს.
- ლეიკოციტები ჩვენს ორგანიზმში 2-3 დღე ცოცხლობენ, ხოლო ერითროციტები - 3-4 თვე.
- კაცები ითვლებიან ქონდრისკაცებად თუ ისინი 130 სმ-ზე დაბლები არიან, ქალები კი 120 სმ-ზე.
- საშუალოდ, ადამიანის ყოველი თითი ცხოვრების განმავლობაში 25 მლნ.-ჯერ იხრება.
- ადამიანის გულის ზომით დაახლოებით მისი მუშტის ტოლია, ხოლო ზრდასრული ადამიანის გულის მასა 220-260 გრამია.
- ადამიანის ტვინი დღეში უფრო მეტი იმპულსის გენერაციას ახდენს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად აღებული.
- ადამიანის ტვინში ერთი წამის განმავლობაში 100 000 ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს.
- ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების ჯამური მასა დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს.
- ადამიანის ფილტვების ფართობი დაახლოებით ჩოგბურთის კორტის ფართობის ტოლია.
- ბავშვები სამუხლის გარეშე იბადებიან. ის 2-6 წლის ასაკში ჩნდება.
- ფსიქიატრიულ სინდრომს, რომლის დროსაც ადამიანს ემართება დეპერსონალიზაცია, ეკარგება დროის, სივრცის, საკუთარი სხეულისა და გარემოს
აღქმის უნარი, ოფიციალურად ეწოდება ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.
- დაბადებისას ადამიანის ტვინში უკვე არსებობს 14 მილიარდი უჯრედი და ეს რიცხვი არ იზრდება. პირიქით, 25 წლის მერე ეს რიცხვი
ყოველდღიურად 100 000-ით მცირდება. ერთ წუთში, რომელსაც ერთი გვერდის წაკითხვისთვის ვხარჯავთ, 70 უკრედი კვდება. 40 წლის
მერე ტვინის დეგრადაცია სწრაფდება, 50 წლის შემდეგ კი ტვინის მოცულობა მცირდება.
- ადამიანს დახლოებით 2 მლნ. საოფლე ჯირკვალი აქვს. საშუალოდ, ზრდასრული ადამიანი 1 ლიტრ ოფლის დაკარგვასთან ერთად კარგავს 540
კალორიას. კაცები 40%-ით მეტ ოფლს გამოყოფენ, ვიდრე ქალები.
- ადამიანის წვრილი ნაწლავი დაახლოებით 2.5 მ სიგრძისაა, ხოლო სიკვდილის შემდეგ, როცა კუნთის მასა მოეშვება, სიგრძე 6 მ-ს აღწევს.
- საშუალოდ, ადამიანი 23 000 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებს დღეში.
- ადამიანის თვალს 10 000 000 ფერის გარჩევა შეუძლია.
- მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქალის ორგანიზმი 7 მლნ. კვერცხუჯრედს ქმნის.
- პაპაფობია - რომის პაპის შიში.
- ადამიანის პირში დაახლოებით 40 000 ბაქტერიაა.
- გახელილი თვალებით დაცემინება შეუძლებელია.
- საშუალოდ, ქალები 2-ჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს ვიდრე კაცები.
- ადამიანს გემოს 2000 რეცეფტორი გააჩნია.
- დაბადებისას ბავშვს 300-მდე ძვალი აქვს, ზრდასრულ ასაკისთვის ის 206-მდე მცირდება.
- მესოპოტამიაში პაციენტის სიკვდილის შემთხვევაში, მის ექიმს სიკვდილით სჯიდნენ, პაციენტის დაბრმავებისას, ექიმსაც აბრმავებდნენ.
- ნერვული იმპულსი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 90 მ/წმ სიჩქარით გადაადგილდება.
- საშუალო ადამიანის ორგანიზმში იმდენი ცხიმია, რამდენიც 7 ცალი საპნის წარმოებას სჭირდება.
- დალტონიზმს კაცებში 10-ჯერ უფრო ხშირად ვხვდებით, ვიდრე ქალებში.
- შუა საუკუნეების ექიმები ყოყმანის შემთხვევაში სიფილისის დიაგნოზს სვამდნენ.
- ადამიანის ძვლების თითქმის ნახევარი ტერფებსა და მაჯებშია.
- ხელის ფრჩხილები დაახლოებით 4-ჯერ სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხის.
- ცისფერთვალა ადამიანები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ტკივილის მიმართ.
- არსებობს სურდოს გამომწვევი 100-ზე მეტი სხვადასხვა ვირუსი.
- მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება.
- ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ნერვების სიგრძე 75 კმ-მდეა, სისხლძარღვებისა კი 80 000 კმ-მდე, ანუ ეკვატორს 2-ჯერ შემოუვლის.
|