მთავარი » 2011 » სექტემბერი » 21 » შენ ხარ...ეს საკმარისია...
7:33 PM
შენ ხარ...ეს საკმარისია...



შენ ხარ... ეს საკმარისია!

არასრულფასოვნების განცდა ამბიციებს, პატივმოყვარეობასა და პრეტენზიულობას ბადებს. .. ვინც არასრულფასოვნად მიიჩნევს თავს, ცდილობს სხვებზე მაღლა დადგეს და ამის გამო მუდმივ კონფლიქტში იმყოფება. ის მხოლოდ ერთი რამითაა დაკავებული - უპირატესობის იმიჯზე ფიქრითა და ამ იმიჯის შენარჩუნებით.

ამ ყალბი ნიღბის შენარჩუნების მიზნით, ზოგი პოლიტიკაში მიდის, სხვები გამდიდრებას ცდილობენ, ვიღაცეები ასობით ფილოსოფიურ თეორიებს "იმარაგებენ", ზოგიც პოპულარობას ეძებს. მაგრამ არსებობს ერთი კარგი რჩევა -ნურავის ნუ ედრები. წარმოიდგინე, რომ ამ დედამიწაზე მხოლოდ შენ ხარ, ვის შეადარებდი საკუთარ თავს?

არ არსებობს უკეთესი და უარესი. შენ უბრალოდ ხარ : უნიკალური და განუმეორებელი. როცა საკუთარი თავის სხვებთან შედარებას ცდილობ, ხელიდან გისხლტება ყველაზე მთავარი; ამის გამო მუდმივად მოგიწევს სხვებისკენ ყურება. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. თითოეული უნიკალურია და ყოველი ადამიანი სრულყოფილებაა.... მხოლოდ ღმერთი არსებობს ყველასა და ყველაფერში. სწორედ ამიტომ არ არსებობს რაიმე ან ვინმე ვინმეზე ან რაიმეზე ნაკლები...

ამბიციები თუ პატივმოყვარეობა რეალურად არ არსებობს, არაფერი გაქვს დასამტკიცებელი - უკვე გაღიარა უზენაესმა. თვით შენი არსებობა ამტკიცებს ამას. შენ ხარ... ეს საკმარისია!

მაგრამ ადამიანები ედრებიან - ადარებენ, ადარებენ - ედრებიან.

არადა რა მარტივი ფორმულაა: ვაფასებ ჩემს თავს, ვაფასებ სხვებს, ვაფასებ მთელს სამყაროს..

კატეგორია: ფსიქოლოგია | ნანახია: 1140 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა