მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » სტუმრები (ვუძღვნი ნათლიაჩემს)
11:44 PM
სტუმრები (ვუძღვნი ნათლიაჩემს)


არც ისე დიდი ქალაქი იყო...
არც დიდი ქუჩა...
სახლი სახლს ჰგავდა და კარი – კარს....
კარს მიღმა პატარა სამყარო მოეწყოთ...

რთ მათგანს ეძებდა.ბევრს ჰკითხა,არ იცოდნენ,იცოდა იმან ვისაც არ ჰკითხა...

დიდი სიხარული შეიტანა...
დიდი განცდები წამოიღო...

სანამ წამოვიდოდა,სხვა ხანშიშესულიქალბატონიც მოვიდა...
გინდა,გიმღერებო,უთხრა ახალგაზრდა...
და უმღერა: ,,ჭრიჭინებენ ჭრიჭინებენ ჭრიჭინები....და ჭრიჭინში ათენებენ ღმეს...."ეჰ, ეს სიმღერა ჩემთვის დაწერილი მგონიაო...სიტყვებს გულიც ამოაყოლა...

თუ ნებას დამრთავ,ლექსააც წაგიკითხავო...
და დაიწყო.....
კითხულობდა ტკივილით,დანანებით,კითხულობდა და სადღაც შორს იცქირებოდა...

პირველ მოსული ფიქრობდა ამ ქალზე...
ლურჯა ცხენებზე...
ერთადერთობაზე...
ბედზე...ქროლვაზე...
ლექსთა შეჯიბრებაზე...

...ძლივს გამოერკვა.ქალი რაღაცას უხსნიდა,მე ვერ ვხატავ,მაგრამ ვგრძნობო,ლექსს ვერ ვწერ,მაგრამ ლექსში ვცხოვრობო...

უთხრეს,ეს ლექსებს წერსო...
წაგვიკითხეო,ჩააცივდნენ...

ეფემერასთან რას გაბედავდა...

ფანჯრიდან ბინდი შემოიწელა...

პირველმოსული აწრიალდა...
ფეხები კი არ მიჰყვებოდნენ...

გვიანმოსული კი ქალი კვლავ კითხულობდა...

ახალგაზრდას რძისფერი ნისლები და ლურჯი მწვერვალები წარმოუდგა თვალწინ...
და გული სწყდებოდა,რომ მიდიოდა...

მეც წავალო,წამოდგა პოეზიის ტრფიალიც... ასეთ სიბერეს არ ველოდი,თორემ ახალგაზრდა მოვკვდებოდიო...
მეგონა მოხუცებულობას მოგზაურობაში გავატარებდი,მაგრამ სამწუხაროდ,ტროლეიბუსი ქალაქს არ სცილდებაო...

გოგონა ისევ ჩფიქრდა...ეს მერამდენედ...
რას მერჩითო,გაიფიქრა...

და წამოვიდა.

გარეთ კი გარეთ ღამე თვლემდა შეციებულ ტროტუართან...
ქალაქი მძიმედ სუნთქავდა...
არც ისე ლამაზი ქალაქი იყო...
კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 865 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა