მთავარი » 2011 » აგვისტო » 14 » ტორონტოს ტელეანძა
6:00 PM
ტორონტოს ტელეანძა


ასევე კანადის ეროვნული ტელეანძა (CN Tower) ყველაზე მაღალი ცალკე მდგომი სტრუქტურაა მსოფლიოში, 553,33 მეტრი სიმაღლით. მდებარეობს ტორონტოში, ონტარიო, კანადა და ქალაქის სიმბოლოდ ითვლება (გეოგრ. კოორდ. 43°38′33.24″N, 79°23′13.7″W). მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
ტორონტოს ტელეანძის მშენებლობა 1973 წლის 6 თებერვალს დაიწყო კანადის ნაციონალური რკინიგზის მიერ, რომელსაც მძლავრი ტელე-რადიო საკომუნიკაციო პლატფორმა სჭირდებოდა დიდ ტორონტოს რეგიონში, და ასევე ნაწილობრივ კანადის ინდუსტრიის სიმძლავრის დემონსტრირებისთვის. პროექტის ჯგუფის მთავარი წევრები იყვნენ კომპანიები NCK Engineering როგორც სტრუქტურის ინჟინრები; John Andrews Architects; Webb, Zerafa, Menkes, Housden Architects; Foundation Building Construction და Canron (აღმოსავლეთის სტრუქტურის განყოფილება).
პროექტზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა (შაბათ-კვირის გარდა) დაახ. 40 თვის განმავლობაში 1.537 მუშის მიერ და საბოლოოდ 1976 წლის 26 ივნისს გაიხსნა. სტრუქტურის მოკლეტალღოვანი მიმღებები შორეული სიგნალებისთვის 338 მეტრზეა დამონტაჟებული, ხოლო ტრანსმისიის ანტენა კი ანძის თავზეა მოთავსებული. მშენებლობა დაახ. $300 მილიონი კანადური დოლარი ($260 მილიონი აშშ-ის დოლარი 2005 წლის კურსით) დაჯდა და თვითღერებულება ამოღებულ იქნა 15 წელიწადში.
ლითონის კიბე 1.776 საფეხურით აღწევს სკაი-პოდის დონემდე (447 მ/147 სართული) და ყველაზე მაღალი ლითონის კიბეა დედამიწაზე. ეს კიბე მხოლოდ ავარიულ შემთხვევაში გამოყენების მიზნით არის დამონტაჟებული და საზოგადოებისთვის დახურულია, წელიწადში ორჯერ საქველმოქმედო მიზნებით ჩატარებული კიბეზე ასვლის ღონისძიებების გამონაკლისის გარდა. საშუალო ამსვლელი კიბის თავთან მიღწევას დაახ. 30 წუთს ანდომებს, ხოლო ყველაზე სწრაფი ამსვლელის რეკორდი დღემდე იყო 7 წუთი და 52 წამი.
342 მეტრის ნიშნულზე შემინული სართული და პანორამის ღია სათვალთვალო ტერასა მდებარეობს. 346 მეტრის ნიშნულზე კი "ჰორაიზონს კაფეა" და დახურული სათვალთვალო დარბაზია. 360 მეტრის სიმაღლეზე მბრუნავი რესტორანი "360" მდებარეობს, რემელიც სრულ ბრუნს ყოველ 72 წუთში ასრულებს.
სკაი-პოდი (Sky Pod) მცირე დახურული პლატფორმაა 447 მ. სიმაღლეზე და მსოფლიოში ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი პანორამული სათვალთვალო დეკია. აქედან მოწმენდილ ამინდში ხედვადობა 120 კმ-ს აღწევს და ონტარიოს ტბის გაღმა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე ქ. როჩესტერის სილუეტის დანახვა შეიძლება.
კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 929 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა