4:37 PM ტვირთი | |
მძიმე ტვირთია ზიდო დღეები ჩუმი დღეები,განა წამები... სულში აშლილი სამოთხეები ფიქრი დაცლილი და ნაწამები. ფინჯანი ყავა და დალექილი გზები და გზები,ვით ხვეულები, დინჯი სვკლით მიგაქვს შენი სხეული უცნაურ დარდით და ჩვეულებით. განგება გიწვევს, უხმო დუელი გამართა ზეცამ შენი გულსა. ეს აუარყოფა სულს ანადგურებს ეს უარყოფა სასწაულისა. დღეები...დღეთა უმძიმეს ტვირთად დღეთა სვლა განა წუთი,საათი... შემოდგომისპირს გამოღვიძება... ქართან ჩურჩული და მასლაათი... (ნ.მ) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |