9:15 PM წამოდექი ფეხზე:) | |
ადამიანის ორგანოები თათბირობენ. დღის წესრიგშია, ვინ გაუშვან პენსიაზე. პირველად ფეხზე თირკმელები წამოდგნენ: "ბატონებო, პენსიაზე ჩვენ გაგვიშვით, ძალიან დავიღალეთ”. დანარჩენმა ორგანოებმა მათი წინადადება გააპროტესტეს: "თქვენ ვერ გაგიშვებთ, უთქვენოდ არსებობა არ შეგვიძლია”. ახლა ფეხზე გული წამოდგა: "უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მუშაობა ძალიან მიჭირს. მოდი, მე გამიშვით პენსიაზე”. დანარჩენები: "არა, უშენოდ დავიხოცებით”. ასე სათითაოდ ყველა ორგანო – ხელები, ფეხები, კუჭი, ღვიძლი, ტვინი – წამოდგა ფეხზე, მაგრამ ყველას წინადადება პენსიაზე გასვლის შესახებ სხვადასხვა საბაბით უარყოფილ იქნა. მოულოდნელად შორეული კუთხიდან ხმა მოისმა: "მეგობრებო, გამიშვით პენსიაზე, უკვე აღარ შემიძლია”. "რომელი ხარ შენ? – იკითხა ტვინმა, – ფეხზე წამოდექი”. "ე-ეჰ, წამოდგომა რომ შემეძლოს, პენსიას არ მოვითხოვდი”. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |