მთავარი » 2011 » აგვისტო » 8 » უქმად ყოფნა ყველა ბოროტების ძირია...
1:00 PM
უქმად ყოფნა ყველა ბოროტების ძირია...


მონტენი:-ბევრი რამ უნდა ისწავლო, რათა შეიგნო რომ ცოტა რამ იცი.

სენტ-ეგზიუპერი:-გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.

ბიუფონი:-არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.

ჯონგრივი:-არავითარი მრისხანება არ შეედრება სიძულვილში გადასულ მიყვარულს.

პასკალი"-რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.

შექსპირი:-სხვების რჩევებს დაუკვირდი, საკუთარ აზრებს გაუფრთხილდი.

ვოლტერი:-სასაცილოდ აგდება სხვისი-ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს.

ბეკონი:-ფიქრებს, როგოც ადამიანებს, აქვთ თავისი სიჭაბუკის ხანა.

ციცერონი:-ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.

ჰელვეციუსი:-რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარ; რომ გასაკვირველი საქმე გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.

შექსპირი:-მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში.

ნაპლეონი:-შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება''.

კარლეილი:-ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად უცდომელად მიიჩნევს.

სერვანტესი:-მრავალსიტყვაობა ყოველთვის უსიამოვნების მომგვრელია.

ნიცშე:-კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.

რუსო:-ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.

ილია:- უფულო ერი ერთა შორის და უფულო კაცი ადამიანთა შორის, ყმაა ფულიანისა.

სუვოროვი:-უქმად ყოფნა ყველა ბოროტების ძირია.

,,ვისრამიანი'':-უმეცარი მოყვარე მოსისხლესა უარეაო.

ებნერ-ეშენბახი:-გეშინოდეს კაცისა, რომელიც თავისი სათნოებით ტრაბახობს.

გაიბელი:-ჭაღარა თავს სწავლა ეძნელება.

სენტ-ეკზიუპერი:-ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.

სენეკა:-სიძუნწე კეთილშობილია მხოლოდ დროის ფლანგვაში.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 1009 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა