მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12 » ვიდრე წერას დაიწყებდე...
3:14 PM
ვიდრე წერას დაიწყებდე...

,,... წერის დროს, აღწერა კი არა, დანახვა უნდა ისწავლო. აღწერა უკვე შედეგია... ყოველთვის თქვენი შთაბეჭდილებებიდან გამოდით: მაშინ ბანალურად აღარ გამოგივათ... ნახეთ, ყველაზე გაურკვეველი მონოლოგებიც კი დოსტოევსკისთან რა ლოგიკური, საჭიროა. მათ შორის წმინდა შინაგანი კავშირია... და მათ მიმართ ინტერესიც არ სუსტდება... შეუძლებელია ცოცხალი პერსონაჟის შექმნა მისთვის ღირსებებისა თუ ნაკლოვანებების მინიჭებით და ამაზე რომანის აგება. მისი საფუძველია განცდილი გრძნობები. ისეთი მარტივი გრძნობაც კი, როგორიც სიხარულია, ძალიან რთულია საიმისოდ, რომ მისი გამოგონება შეიძლებოდეს... ერთი სიხარული არა ჰგავს მეორეს. სწორედ ამ განსხვავების, სიხარულის საკუთარი სიცოცხლის გამოხატვაა საჭირო. მაგრამ სიხარულის პედანტურად ახსნაც არ შეიძლება. აუცილებელია მისი გამოხატვა მისსავე გამოვლენაში... თუ ფიქრობთ, რომ სიტყვა ,,სიხარული” საკმარისია თქვენი გმირის მდგომარეობის გადმოსაცემად, მაშინ ეს გმირი ბუტაფორია ყოფილა და თქვენც არაფერი გქონიათ სათქმელი. (ამას წერს 23 წლის ეკზიუპერი).
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 906 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა