მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » ჩემი ცხოვრება ნიჟარაა...
5:08 PM
ჩემი ცხოვრება ნიჟარაა...

ბევრჯერ მითქვამს,ჩემი ცხოვრება ნიჟარაა მეთქი...
დიდხანს,დიდხანს ვიბრძოლე ტალღებში...
ამაოდ გავურბოდი ქარიშხალს,დამდევდა და მიმორჩილებდა...
ვგრძნობდი,მის მრისხანე ამბორს გადავყვებოდი...
ხშირად ვტიროდი დაღუპული ხომალდების ბედისწერაზე...
ჩემ ფიქრებსაც ასე...უმისამართოდ მიერეკებოდა გრიგალი...
სუნთქვა მიჭირდა და ამაინც ვიბრძოდი...
ეს იყო სტიქია,რომელსაც მხოლოდ არგანცდილი სიმშვიდე შეაკავებდა.
ეს მე ვიყავი – დიდი სიმშვიდე.
ერთ დღეს ქარმა ამიყოლია...ერთად დავქროდით ზვირთებში....ეს სიგიჟე კარგი იყო,მაგრამ ვგრძნობდი,ვერ ავიტანდი ასეთ ცვლილებას...
სადღაც შორს მშვიდი ნაპირი მენატრებოდა და ნაპირს ვნატრობდი...
ქარი მამჩნევდა ორგულობას.....
ერთ დილას რიჟრაჟმა გააბრწყინა სამყარო და ვიგრძენი ცხელ ქვიშაზე ვსუნთქავდი...
მზის მცხუნვარება გულს მიღონებდა...
მე ნიჟარაში ვცხოვრობდი...
ქარმა გამომრიყა და სიმშვიდე დამიბრუნა.
......
და ქარი...ერთდროს უმისამართოდ რომ დამაქროლებდა,სამუდამოდ ცასახლდა ცემში,როგორც სამაგიერო...იმ ღალატისთვის,ფიქრს რომ მიღრღნიდა.....

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 923 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა