4:06 PM ბედნიერების 5 კომპონენტი | |
ბედნიერება ცხოვრებით ტკბობაა. გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნის შეგრძნება, მაგრამ ადამიანები ბედნიერებას მუდმივად ვერ ინარჩუნებენ. ცხოვრებასა და ყოფას თან ახლავს წარუმატებლობა, იმედგაცრუება, უარყოფითი ემოციები. რაშია ადამიანის ბედნიერების ამოსავალი წერტილი?
პირველი – ჰარმონიაშეიძლება ცხოვრების მანძილზე ვთამაშობთ, თუნდაც საკუთარი თავის ან სხვადასხვა მხატვრული სახით წარმოვსახავთ მას, მაგრამ ჩვენი აზრები და იდეები, მიზნები და ქმედებები განსაზღვრავს, ვინ ვართ სინამდვილეში. შეიძლება თავი შევირაცხყოთ ბოროტი აზრებით, ვიყოთ პატივმოყვარე და ამაყი, მაგრამ საკმარისია საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, რომ იმად ვიქცეთ, ვინც სინამდვილეში ვართ. ამ მომენტში მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზა საკუთარი თავისკენ, დაველაპარაკოთ მას, გავუგოთ და მივიღოთ, შევიგრძნოთ საკუთარი სრულფასოვნება და ძალა – ესაა ჰარმონია. მეორე – ინტერესებიცხოვრება მით უფრო საინტერესოა, რაც მეტია გართობა და საქმიანობა. მონოტონურ და უმოქმედო ცხოვრებას დეპრესიამდე მივყავართ. ინტერესები გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები, დავისვენოთ მძიმე ფიქრებისგან და განვთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისაგან. ინტერესების სფერო მრავალფეროვანია: სპორტი, ლიტერატურა, მუსიკა, მოგზაურობა.. მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იგივეს – დადებით ემოციებს გვიქმნის. მესამე – სიყვარულისხვებთან ემოციური ურთიერთობები ამყარებს საკუთარი თავის პატივისცემას და შეგრძნებას, რომ ვიღაცას ვჭირდებით, ვიღაცას უხარია ჩვენს გვერდით ყოფნა, დამატებით ძალებს გვმატებს და გვიბიძგებს მოქმედებისაკენ. მეოთხე – მეგობრობაერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეგრძნებაა ცხოვრებაში. რა სასიამოვნოა იმ ადამიანის კომპანიაში ყოფნა, რომელსაც დიდი ხანია იცნობ და რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება გაკავშირება. კარგი მეგობარი დასაყრდენია ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებში. ყოველთვის ვიცით, რომ რთულ პერიოდში დახმარების ხელს გამოგვიწვდის და გვერდით დაგვიდგება. თავადაც ხომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დახმარება გავუწიოთ, როგორი პრობლემაც არ უნდა არსებობდეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეგობარს დახმარება არ შეუძლია, მისი მორალური თანადგომა გვეხმარება მოქმედებაში. მეხუთე – პოზიტიური აზროვნებარისკენ ისწრაფის საზოგადოება? – ჰარმონიის, მშვიდობისა და დღესასწაულებისაკენ. ასე იყო, არის და იქნება ყოველთვის. დადებითის საწყისი დადებითი აზროვნებაა. როგორც არ უნდა შემობრუნდეს იღბალი, კარგი დასასრული იმედი და რწმენა ყოველთვის ძალას გვმატებს. თუ საფუძვლად ავიღებთ დევიზს: "ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევს”, მაშინ სასოწარკვეთის საბაბიც აღარ გვექნება. საკუთარი თავის დადებითად განწყობით საბოლოო გამარჯვებას ვუყრით საფუძველს, იმდენად, რამდენადაც ჩვენი აზრები მატერიალურია. და ბოლოს, რა არის საჭირო ბედნიერებისათვის? ნუ ვკითხავთ თავს, ბედნიერი ვართ თუ არა, უბრალოდ, ვისწრაფოთ მისკენ, ყური ვუგდოთ საკუთარ თავს, გავაფართოვოთ ინტერესებისა და მეგობრების წრე და რაც მთავარია, გვიყვარდეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |