მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » ბოდვა
9:51 PM
ბოდვა


შორს...შორს...სადღაც...
როცა...ვისაც სადაც...
შეხვდი.
მეხი...ორად გაყოფს ზეცას
გულში
ჩაასახლებს ზეკაცს...
დრო...საათი...წამი...
წადი...დღესვე წადი...
ნახე...
ვისზე ფიქრიც დიდხანს
მალვით შეინახე.
თორემ
მალე მოვლენ
ჩუმი წირისუფალნი
ყველას რატომ უთხარი ვინც ხარ?..
ვისთან
დაგხვედრია სითბო?
შენს სხეულს რომ იყოფს
საგზლად...
მასთან...სადღაც...სხვასთან
ვიდრე კიდევ წავა...
გული გააწამა...
შენი სული მშვიდი...თან არ გააყოლო...

ნ.მ
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 878 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა