მთავარი » 2011 » აგვისტო » 8 » ბრძენი ის არის, ვისაცთავისი შეცდომები ახსოვს...
12:57 PM
ბრძენი ის არის, ვისაცთავისი შეცდომები ახსოვს...



ფილდინგი:-ზედმიწევნით ეშმაკი ადამიანები ხშირად ცდებიან, რადგან სხვები მიაჩნიათ უფრო ჭკვიანებად, ვიდრე სინამდვილეში არიან.

ტოლსტოი:-ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა.

ფრანკლინი:-ვინც ყიდულობს იმას,რაც არ სჭირდება, მალე გაყიდის იმას, რაც სჭირდება.

შექსპირი:-ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა.

ავიცენა:-ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.

კარამზინი:-უმჯობესია, გმირის ქვრივი იყო, ვიდრე-ლაჩრის ცოლი...

აპიქტეტე:-ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსამოვნოდ იქცევა, თუ ზომას გადასცილდება.

სოლომონ დოდაშვილი:-ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს,როგორც ცარიელი თავი.

ბერნე:-დავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.

ბალზაკი:-მლიქვნელობა გულისხმობს ანგარებას.

ტოლსტოი:-მშიშარა მეგობარი მტერზე საშიშია, რადგან მტერს ერიდები, მეგობარს კი ენდობი.

ფენელონი:-კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.

შექსპირი:-სულმდაბლურად ვინს პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.

დუსოლი:-თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.

შილერი:-ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 1349 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა