- ან ადრევე დაქორწინდი, ან ადრევე გახდი ბერი.
- ანაფორის ჩაცმით კაცი მღვდელი ვერ გახდება.
- აუშენე ოქროს ხიდი მტერს, რომელიც გტოვებს.
- აქლემი ვერასდროს ხედავს თავის კუზს.
- აღმართს დაღმართი მოსდევს.
- ბრმების სამეფოში ცალთვალა კაცი მეფობს.
- გაბრაზებული ქალი იგივეა, რაც გაბრაზებული ზღვა.
- გიჟ მეგობარს ჭკვიანი მტერი სჯობს.
- დიდი თევზი პატარას ჭამს.
- ენას ძვალი არა აქვს.
- ერთი გუგული გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
- ერთი ხელი მეორეს ბანს, ორივე კი- პირს.
- ექიმები ყველაზე უფრო ცუდი პაციენტები არიან.
- ვირმა მამალს უთხრა, რამხელა თავი გაქვსო.
- ვისაც ბევრი პილპილი აქვს, კომბოსტოსაც კი პილპილს აყრის.
- ვაშლი ვაშლის ხის ქვეშ ჩამოვარდება.
- ვინც ერთხელ მაინც დამწვარა ცხელი რძით, მაწონსაც კი სულს უბერავს ხოლმე.
- ვინც ეშმაკი იყიდა, გაყიდის კიდევაც მას.
- ზედმეტად ბევრი აზრი ჩაძირავს ნავს.
- ზოგი ოცნებობს, ჰქონდეს წვერი, ხოლო ისინი, ვისაც აქვთ, იპარსავენ მას.
- თუ ცხვარი გინდა გახდე, იმისთვისაც მზად იყავი, რომ მგელი შეგჭმს.
- თუკი ფერხულში ებმები, მაშინ უნდა იცეკვო კიდეც.
- კატის არყოფნაში თაგვები ცეკვავენ.
- მხოლოდ ბავშვისა და გიჟისგან თუ გაიგებ სიმართლეს.
- პაციენტი, რომელიც ექიმს მემკვიდრედ გამოაცხადებს, ვერასოდეს გამოჯანმრთელდება.
- რამდენიც გინდა, იმდენი აკაკუნე ყრუ კაცის კარზე.
- რამდენიც არ უნდა ბანო ზანგი, საპონს ტყუილად დახარჯავ.
- როგორც კი კარში სიღარიბე შემოაბიჯებს, სიყვარული ფანჯრიდან იპარება.
- როცა კაცი იხრჩობა, საკუთარ თმასაც კი მოეჭიდება.
- როცა შენ აკეთებ იმას, რისი ძალაც შეგწევს, აკეთებ იმას რაც გევალება.
- სადაც ბევრი მკვდარია, სიკვდილის შიშიც ქრება.
- სიზარმაცე ახალგაზრდისათვის სიბერის დასაწყისია.
- სიზარმაცე ბოროტების დედაა.
- სიყვარულსა და ხველას ვერ დამალავ.
- სოფელი იწვოდა და სოფლის მეძავი თმას იბანდაო.
- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
- უძაღლო სოფელში კატები ყეფდნენო.
- უწიგნური ადამიანი გასაშალაშინებელი ხის მორივითაა.
- ფეხშიშველმა კაცმა ცალფეხა კაცი დაინახა და გულზე მოეშვა.
- ყველა მოახერხებს გადაახტეს ხეს, თუკი ეს ხე უკვე წაქცეულია.
- ყველაზე უარესი ის ყრუა, რომელსაც არც უნდა, რომ გაიგოს.
- შვილი და ძაღლი ისევე მოიქცევიან, როგორც შენ ასწავლი.
- ძველი მტერი ვერ გახდება ახალი მეგობარი.
- ძუნწ ქალთან ერთად ცხოვრებას ეშმაკთან ცხოვრება სჯობს.
|