მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » ბრინჯი კარტოფილითა და კვერცხით
6:17 PM
ბრინჯი კარტოფილითა და კვერცხით
ბრინჯი კარტოფილითა და კვერცხით
მასალად საჭიროა: 500 გ ბრინჯი; 4 ცალი კარტოფილი; 3 სუფრის კოვზი ცხიმი; 4 ცალი კვერცხი.

მომზადების წესი:

ბრინჯი მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით, გადაიტანთ თუშფალანგზე და გადაავლეთ წყალი. შეაზავეთ მარილითა და ცხიმით.
ქვაბის ძირზე დააწყვეთ გათლილი და რგოლებად დაჭრილი კარტოფილი, დააყარეთ მომზადებული ბრინჯი, დაახურეთ თავსახური და შედგით ცეცხლზე.

თავსახური ხშირად მოხადეთ, მასზე წარმოქმნილი წვეთების გადასაწურად. როდესაც ზედმეტი სითხე აღარ წარმოიქმნება, თანაბარ ფენად დაასხით ათქვეფილი კვერცხი და ისევ დაახურეთ თავსახური. 3-5 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 822 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა