მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ბრმა მათხოვარი...
10:53 AM
ბრმა მათხოვარი...



ბრმა მათხოვარი შენობის კიბეზე იჯდა, წინ ქუდი ედო და აბრა, რომელზეც ეწერა: "ბრმა ვარ, დამეხმარეთ!”

უცებ ერთ–ერთი გამვლელი გაჩერდა, დაინახა, რომ ქუდში ორიოდე მონეტა ეგდო, აბრა აიღო, ხეიბრის დაუკითხავად წაშალა წარწერა და ახალი მიაწერა. გაიღიმა და წავიდა.

 

დღის ბოლოს გამვლელი დაბრუნდა და დაინახა, რომ ქუდი სავსე იყო მონეტებით. ბრმამ ფეხის ხმაზე იცნო უცნაური გამვლელი და ჰკითხა:

– რა დამიწერე აბრაზე ისეთი, რომ მთელი დღეა, გამვლელ–გამომვლელი ქუდში ფულს მიყრის?

– სრული სიმართლე, უბრალოდ, ცოტა სხვაგვარად.

მან ისევ გაიღიმა და წავიდა.

აბრაზე ეწერა: "ახლა გაზაფხულია, მაგრამ მე მისი დანახვა არ შემიძლია…”

კატეგორია: ფილოსოფია | ნანახია: 828 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა