12:37 PM დრო ფულია,ორონდ მაშინ ორცა დრო არ გაქვს... | |
გერმანული ანდაზა:-სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა. მონტესკიე:-თავაზიანობა მიდრეკილებაა კაცისა, რომ სხვებს თავი მოაწონოს. ბერბსტი:-კრიტიკა არის ხელოვნება-სხვის ხარჯზე ისე გამდიდრდე სულიერად, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს უფროს კატონი:-როცა ბრძენს ელაპარაკები ეცადე, ნაკლები სიტყვა იხმარო. გოეთე:-ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება. ნიცშე:-მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს,ვინც შენ. სტალინი:-მიზანი ყოველივე ბრძოლისა -გამარჯვებაა. ბრანსტერი:-მლიქვნელობა მუხლებზე მდგომი აგრესიაა. დემოკრატე:-დიდი საქმეა, მოვალეობის ერთგული იყო უბედურების ჟამს. კაბუსი:-ცუდ ამხანაგს მარტოოა ჯობია. გოეთე:-კაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს თუმდაც ერთი სიმღერა, თვალი შეავლოს კარგ სურათს და თუ ეს შესაძლებელია,წაიკითხოს რომელიმე ბრძნული გამონათქვამი. კომენსკი:-მაგალითის გარეშე ვერაფერს შეისწავლი. კორეული ანდაზა:-მარტოხელა კაცი ყოველთვის ბოროტია. პასკალი:-კაცთა ცოდვანი და დანაშაულნი უფრო ბევრ რამეს გვასწავლის, ვიდრე კეთილნი საქმენი მათნი. სოკრატე:-ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან. ფრენცელი:-დრო ფულია, ოღონდ მაშინ,როცა დრო არ გაქვს...biggrin.gif ბლოხი:-დრო არის საათი უციფერბლატოდ. უაილდი:-ზნეობა პოზაა-ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან. ლაუბი:-თავისუფალია ადამიანი, ვინც სულ ცოტა, ის მაინც შეიგნო, რომ თავისუფალი არ არის. ოლკოტი:-კამათი ბევრს ეხერხება, მაგრამ უბრალო საუბარი ცოტა ვინმემ თუ იცის. ჰაბარდი:-მეგობარი არის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ. ჰიუგო:-მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა. ბუასტი:-მტრისგან მოყენებული უდიდესი ბოროტება ის არის,რომ იგი ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს. მენეკენი:-ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |