მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » ძალიან საინტერესო ფაქტები ტიტანიკზე
9:20 AM
ძალიან საინტერესო ფაქტები ტიტანიკზე



ტიტანიკი ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია.

ტიტანიკის პირველი გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, შუაღამემდე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

                                    საინტერესო ფაქტები
– კაპიტანმა სმიტმა შეცვალა გემის კურსი და უფრო სამხრეთით აიღო გეზი - რადგან ივარაუდა, რომ სამხრეთით აისბერგების ზოლი აღარ იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ წელს განსაკუთრებით ცივი ზამთარი იყო და აისბერგებმა სამხრეთ ნაწილებამდე მიაღწია!
რა თქმა უნდა აქ ითამაშა ადამიანურმა თვითდაჯერებამ - კონსტრუქტორებმა ხმამაღლა განაცხადეს - ისეთი მაგარი რამ ავაშენეთ თავად ღმერთი რომ ჩაერიოსო - ვერ ჩაძირავსო ტიტანიკს - გემი ჩაუძირავიაო! და ყველამ დაიჯერა ეს!

 
"ტიტანიკის" ბილეთის ფასები:

– I კლასის ბილეთი ღირდა 3300 დოლარი რაც დღეს 60 000 დოლარის ექვივალენტია
III კლასის ბილეთი ღირდა 35 დოლარი - რაც დღეს შეესაბამება 650 დოლარს.
სხვაობა ძალზე დიდია -
საინტერესო კი ისაა, რომ კომპანიას მოგების ნახევარზე მეტი სწორედ III კლასის მგზავრებიდან ჰქონდა...

 – ტიტანიკზე სადღაც 20-მდე ახალდაქორწინებული წყვილი იყო...
აქედან მხოლოდ ერთი წყვილი გადარჩა...


– ტიტანიკის კოსტრუქტორმა - თომას ენდრიუსმა 2 წელი მოანდომა ამ პროექტს. მშენებლობისაას იყენებდა იმ დროისათვის საუკეთესო მასალას, მაგრა მე უკვე აღვნიშნე, რომ ფოლადის ნიმუშმა აჩვენა, რომ ის შეიცავდა დიდი რაოდენობით გოგირდს - ეს მყიფეს ხდის ფოლადს და მიტ უმეტეს დაბალ ტემპერატურაზე მას სიმტკიცეს უკარგავს. დღეს ასეთი ფოლადი დაბალი ხარისხის ფოლადად ითვლება, მაგრამ იმ ეპოქისათვის საუკეთესო იყო. მეტი იმ დროს უბრალოდ არ შეეძლოთ - ტექნოლოგია იმ დონეზე იყო.უბრალოდ იმ ეპოქაში უფრო სრულყოფილი გემის შექმნა, რომელიც გაუძლებდა აისბერგთან დაჯახებას, შეუძლებელი იყო. ტექნოლოგიები იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი.

_ არის მოსაზრებაც,რომ სპეციალურად მოაწყვეს შეჯახება აისბერგთან,რათა დაემტკიცებინათ,რომ ტიტანიკს ვერაფერი მოერეოდა და თან კომპანია დაზღვევას მიიღებდა მცირე დაზიანებების გამო...;
                                  
                                   საინტერესო:
1898 წელს, 14 წლით ადრე ტიტანიკის ჩაძირვამდე, მორგან რობერტსონმა დაწერა წიგნი, "ტიტანის მარცხი, ანუ უიმედობა” (The Wreck of the Titan, or Futility). წიგნში აღწერილია ერთი ამბავი გემზე სახელად "ტიტანი”.


                           
აი მსგავსებები მორგანის "ტიტანსა” და ნამდვილ "ტიტანიკს” შორის:

1) ორივე გემი დაახლოებით 800 ფუტი იყო სიგრძეში.

2) ორივე გემს ჰქონდა ზედმეტსახელი ჩაუძირავი (Unsinkable)

3) მორგანის ტიტანს 20 სამაშველო ნავი ქონდა (მხოლოდ 4-ით ნაკლები ტიტანიკზე) და არც ერთი არ იყო საკმარისი ხალხისთვის.

4) ორივე გემი ჩრდილო ატლანტიკურ ოკეანეში მიცურავდა.

5) ორივე გემზე დაახლოებით 3000 მგზავრი იყო.

6) ორივე გემი აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა.

7) ტიტანიკი 1912 წლის 14 აპრილს შეასკდა აისბერგს, ნიუფაუნდლენდიდან (Newfoundland) დაახლოებით 400 მილის დაშორებით. ტიტანიც აპრილში დაეჯახა აისბერგს გამოგონილი ტერანოვადან დაახლოებით 400 მილის დაშორებით (ინგლისური თარგმანით Terranova იგივეა რაც Newfoundland, Terra – Land/Terrian და Nova – New).

8) ორივე გემზე მგზავრების ნახევარზე მეტი დაიხრჩო.






კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 1930 | დაამატა: nino | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა