1:05 PM ,,ეხლა" და ,,აქ" მარადისობაა.. | |
მტერი იტყვის და მტერს ეთქმის: "მე ჩემთვის და შენ კი შენთვის!" მ.ფოცხიშვილი ჩინელი ფილოსოფოსი: გზა მიზანია და მიზანი გზაა "რა სიცოცხლეა ეს სიცოცხლე!"- რამდენჯერ მითქვამს, მაგრამ არასდროს მიფიქრია მისი დათმობა. მ.ფოცხიშვილი ფროიდი: ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სითყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი ფრომი: "ეხლა" და "აქ" მარადისობაა იდრე ადამიანს სურვილი და იმედი აქვს,მრავალი ტანჯვის ატანა შეუძლია;ბედნიერებაც რომ არ ეწეოდეს ადამიანს,მაინც მისი მოლოდინი სასიამოვნოა.ასეთი მოლოდინი შეიცავს ისეთ სიტკბოებას,რომელიც სინამდვილის მაგივრობას წევს. ებერსი გონება სასტიკია,გული ჯობია გონებას. გოეთე ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა - იოსეფ ბროდსკი ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან - მაქს პლანკი სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი. გოეთე ხალხს ის უყვარს და მიაჩნია ძვირფასად,ვინც იმის ფიქრსა და აზრს მოსვენებას არ აძლევს. მაიკოვი მხოლოდ ბოროტ ადამიანს ეჯავრება სიმღერა-გალობა. ზეიმე ყოველივე გაივლის,ყოველივე გაქრება:ძალა-უფლება,გენიოსობა... ყველაფერი მიწად იქცევა,მხოლოდ კეთილი საქმეა მკვიდრი,იგი მბრწყინავე მშვენიერებაზე დიდ ხანს ისულდგმულებს. ტურგენევი ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ. კრილოვი ხელუხვობა ღარიბისა ხშირად უფრო ცრემლს მოჰგვრის კაცს,ვიდრე ტანშიშველი სიღატაკე. ვერტეიმერი თავისუფლება ნებისა რომ არსებობდეს,ვინღა ისურვებდა მოსვლას ამ წუთისოფელში,ან აქედან წასვლას. ვერტეიმერი ტკბილია სურვილი,მარა სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია. ჰ.სენკევიჩი უსასრულობა შეიძლება უსასრულოდ პატარაც იყოს არაფერია კარგ თეორიაზე მეტად პრაქტიკული კურტ ლევინი "ცუდის " ანტონიმი მაინცდამაინც "კარგი" არ არის, ის შეიძლება "უფრო ცუდიც" იყოს პოლ ვაცლავიკი ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ. სტეინბერგი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |